Kula Shaker

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kula Shaker
KulaShakerCrispian.jpg
ჯგუფი 2007 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ბრიტპოპი, რაგა როკი, ნეო-ფსიქოდელია
აქტიური 1995–1999, 2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia, Sony BMG, Cooking Vinyl, Strange F.O.L.K.
ასოციაციები The Jeevas
საიტი http://www.kulashaker.co.uk
წევრები კრისპიენ მილზი
ალონზა ბევანი
პოლ ვინტერჰერტი
ჰარი ბროუდბენტი
ყოფილი წევრები ჯეი დარლინგტონი

Kula Shakerინგლისური ფსიქოდელიური როკ ჯგუფი.[1] კრისპიენ მილზის[2] ლიდერობით პოსტ-ბრიტპოპის პოპულარობის პერიოდში, 1990-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. 1996-1999 წლებში მან გამოსცა რამდენიმე სინგლი, რომელთა ნაწილი მოხვდა ბრიტანული ჩარტის საუკეთესო 10-ეულებში, მათ შორის - "Tattva", "Hey Dude", "Govinda", "Hush" და "Sound of Drums".[3] გარდა ამისა, მისი სადებიუტო ალბომი K მოხვდა ბრიტანული ჩარტის პირველ ადგილზე და Oasis-ის ალბომის Definitely Maybe შემდეგ იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად სადებიუტო ალბომად. ბრიტანეთში მან 1997 წლის იანვარში შეიძინა ორმაგი პლატინის სტატუსი.[4]

Kula Shaker ცნობილია იმით, რომ საკუთარ მუსიკაში ინდური მუსიკის, კულტურისა და ფილოსოფიის ელემენტებს იყენებს. მათი სიმღერების ნაწილი, მაგალითად "Tattva" და "Govinda", დაწერილია სანსკრიტზე.[1][5] თავად ჯგუფის სახელი მომდინარეობს მეფე კულასეკჰარასგან, VIII საუკუნის ცნობილი იმპერატორისგან.[6] ამასთან, ჯგუფის მრავალი სიმღერა შეიცავს ინდური ხალხური ინსტრუმენტების (მაგალითად, სიტარისა და ტაბლას) ჟღერადობას, აღრეულს როკ-მუსიკისათვის ტრადიციულ ინსტრუმენტებთან.[1][7] გარდა იმისა, რომ ინტერესმა ინდური კულტურისადმი ჯგუფის წევრებში გაიღვიძა 1990-იან წლებში ინდოეთში მოგზაურობის შედეგად, მასზე გავლენა იქონია ბითლზისა და 1960-იანი წლების სხვა ჯგუფების მუსიკაში გამოყენებულმა ინდურმა ჰანგებმა.

მეორე ალბომის გამოცემამდე სკანდალი გამოიწვია მილზის ინტერვიუებმა ჟურნალებთან NME და Melody Maker, სადაც იგი საუბრობდა ნაციზმსა და სვასტიკის სიმბოლოზე. 1997 წელს გამოცემამ The Independent on Sunday ამას მიუძღვნა პირველ გვერდზე გამოტანილი პუბლიკაცია მილზის კომენტარებით და მტკიცებულებებით, რომ მას უბრალოდ ნაცისტური იდეების მიმდევრობა დააბრალეს. ჯგუფის იმიჯზე ამან რადიკალური გავლენა იქონია [1][8] და მისმა ალბომების გაყიდვებმა იკლეს. მიუხედავად ამისა, მეორე სტუდიური დისკი Peasants, Pigs & Astronauts მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 10-ეულში.

1999 წლის სექტემბერში Kula Shaker დაიშალა.[9], მაგრამ დაბრუნდა 2004 წელს, რათ შეედგინა კრებული School of Braja. ამას მოჰყვა სრულყოფილი დაბრუნება, თუმცა ამ გეგმების შესახებ უცნობი იყო 2006 წლამდე.[6][10] ჯგუფის მესამე ალბომი Strangefolk გამოიცა 2007[11], ხოლო მეოთხე, Pilgrims Progress - 2010 წელს.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Kula Shaker-ის დისკოგრაფია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Kula Shaker Biography. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.
  2. Crispian Mills: Big Mouth Strikes Again“, The Independent, 2007-09-24. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05. 
  3. Brown, Tony. (2000). The Complete Book of the British Charts. Omnibus Press, გვ. 484. ISBN 0-7119-7670-8. 
  4. Kula Shaker Certified Awards. BPI. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.
  5. Hyder, Rehan. (2004). Brimful of Asia: Negotiating Ethnicity on the UK Music Scene. Ashgate Publishing Limited, გვ. 62. ISBN 0-7546-4064-7. 
  6. 6.0 6.1 The Legend of the King. Kulashaker.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.
  7. Gardner, Elysa. “Play That Funky Sanskrit Music, Brit Boys“, Los Angeles Times, 1996-11-18. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05. 
  8. Peasants, Pigs & Astronauts review. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.
  9. Last Shake. NME (September 30, 1999). წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.
  10. Kula Shaker Reform. NME (January 9, 2006). წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.
  11. Strangefolk review. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2010-05-05.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Kula_Shaker&oldid=2535832“-დან