იენ სომერჰალდერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იან სომერჰალდერი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იენ სომერჰალდერი
Ian Somerhalder (9119040948).jpg
დაბ. სახელი იენ ჯოსეფ სომერჰალდერი
დაბ. ადგილი კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1978 (1978-12-08) (36 წლის)
წლები 1997 - დღემდე

იენ ჯოსეფ სომერჰალდერი (დ. 8 დეკემბერი,1978, კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმონ სალვატორეს CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, მასაჟისტ-თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰალდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰალდერი და ძმა ბობ სომერჰალდერი.

„ვამპირის დღიურების“ მსახიობები Comic-Con 2012-ზე, სან-დიეგოში

მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.

კარიერა[რედაქტირება]

17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იენი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.

2009 წელს იენმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.

2009 წლის ივნისში იენი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

2004 წლის იანვრიდან იენი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.

2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

2010 წლის მარტიდან სომერჰალდერი ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც 2009 წელს გაიცნო ვამპირის დღიურების გადაღებებზე. 2013 წლის მაისში კი მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი 3 წლიანი ურთიერთობა დასრულდა,თუმცა ის მალევე აღდგა.

ქველმოქმედება[რედაქტირება]

მსახიობი თავის კოლეგებთან Candice Accola-თან და Michael Trevino-თან ერთად მხარს უჭერს It Gets Better Project, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა ახალგაზრდებში.

იენმა სხვადასხვა ინტერვიუებში და ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ დააარსა იენ სომერჰოლდერის ფონდი, რომელიც ასწავლის ხალხს გარემოსა და ცხოველების დაცვას.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი სახელწოდება გმირი
1998 Celebrity დაუზუსტებელი
2001 Life as a House ჯოში
2002 Changing Hearts ჯეისონ კილი
2002 The Rules of Attraction პოლ დინტონი
2004 In Enemy Hands U.S.S. Swordfish დენი მილერი
2004 The Old Man and the Studio მეთი
2006 National Lampoon's TV: The Movie დაუზუსტებელი
2006 Pulse დექსტერი
2006 The Sensation of Sight დრიფტერი
2008 The Lost Samarian უილიამ არჩერი
2009 Wake ტაილერი
2009 The Tournament მაილს სლეიდი
2010 How to Make Love to a Woman დენიელ მელზერი
2013 Caught On Tape ოფიცერი ლევისი
2013 Time Framed შავი აგენტი

ტელევიზია[რედაქტირება]

წელი სახელწოდება გმირი შენიშვნები
1997 The Big Easy ა.ქ. 1 ეპიზოდი:The Black Bag
1999 Now and Again ბრაიანი 1 ეპიზოდი:A Girl's Life
2000 Young Americans ჰემილტონ ფლემინგი ქასთის წევრი, მთლიანად 8 ეპიზოდი
2001 Anatomy of a Hate Crime რასელ ჰენდერსენი სატელევიზიო ფილმი
2002 CSI: Crime Scene Investigation ტონი დელ ნეგრო 1 ეპიზოდი:Revenge Is Best Served Cold"
2002 Low & Order: Special Victims Unit ჩარლი ბეიკერი 1 ეპიზოდი:"Dominance"
2003 CSI: Miami რიკი მერდოკი 1 ეპიზოდი:"The Best Defense" მეორე სეზონის მეხუთე ეპიზოდი.
2004 Fearless ჯორდან გრეისი გაუყიდავი სატელევიზიო პილოტი
2004 Smallville ადამ ნაითი 6 ეპიზოდი. მესამე სეზონი:"Asylum", "Delete", "Hereafter", "Velocity", "Obsession", "Crisis"
2007 Marco Polo მარკო პოლო სატელევიზიო ფილმი
2007 Tell Me You Love Me ნიკი 6 ეპიზოდი
2008 Lost City Raiders ჯეკ კუბიაკი სატელევიზიო ფილმი
2009 Fireball ლი კუპერი სატელევიზიო ფილმი
2004-2010 დაკარგულები ბუნ კარლაილი ქასთის წევრი, 30 ეპიზოდი
2009-დღემდე ვამპირის დღიურები დეიმონ სალვატორი მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: