ელ-აიუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ელ-აიუნი
Laʕyūn; العيون
მაკხა ალ-მუკარამაჰის ქუჩა ელ-აიუნში
მაკხა ალ-მუკარამაჰის ქუჩა ელ-აიუნში
ქვეყანა დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა
რეგიონი ელ-აიუნ-ბუჯურ-სეგიეტ-ელ-ხამრა
კოორდინატები 27°09′13″ ჩ. გ. 13°12′12″ დ. გ. / 27.15361° ჩ. გ. 13.20333° დ. გ. / 27.15361; -13.20333
დაარსდა 1938
მოსახლეობა 196,331 კაცი (2010)

ელ-აიუნი მდებარეობა დასავლეთი საჰარა

Red pog.svg

ელ-აიუნი (ასევე: ფრანგ. "Laâyoune"; ხასანია: Laʕyūn ; სალიტერატურო არაბული: العيون al-ʿuyūn, თარგმანი: "წყაროები") — ქალაქი დასავლეთ საჰარაში, რომელიც 1938 წელს დააარსა ესპანელმა კოლონიზატორმა ანტონიო დე ორომ.[1] 1940 წელს ესპანეთმა ქალაქს მიანიჭა ესპანური საჰარას დედაქალაქის სტატუსი. ელ-აიუნი არის ელ-აიუნ-ბუჯურ-სეგიეტ-ელ-ხამრას რეგიონის ცენტრი.

1976 წელს მაროკომ მოახდინა ქალაქის ოკუპაცია და დღემდე იმყოფება მისი ადმინისტრაციის ქვეშ.[2] პოლისარიოს ფრონტი (ალჟირის მხარდაჭერით) იბრძვის დასავლეთ საჰარის საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკად ჩამოყალიბებისთვის და ელ-აიუნს მიიჩნევს ოკუპირებულ დედაქალაქად.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Francisco López Barrios. “El Lawrence de Arabia Español“, El Mundo, 23-01-2005. წაკითხვის თარიღი: 11-02-2013. (ესპანური)
  2. UN General Assembly Resolution 34/37 and UN General Assembly Resolution 35/19. (ინგლისური)