ელი დე ბომონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელი დე ბომონი
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი 1798
დაბ. ადგილი კანონი, კალვადოსის დეპარტამენტი
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი 1874
გარდ. ადგილი კანონი, კალვადოსის დეპარტამენტი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ჟან ბატისტ არმან ლუი ლეონს ელი დე ბომონი (ფრანგ. Léonce Élie de Beaumont; დ. 25 სექტემბერი 1798 — გ. 21 სექტემბერი 1874) — ცნობილი ფრანგი გეოლოგი. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1835 წლიდან), კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი (1832 წლიდან), გეოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. 1841 წელს გამოაქვეყნა საფრანგეთის გეოლოგიური რუკა. დედამიწაზე მთაგრეხილების განაწილების კანონზომიერებას რომ იკვლევდა, 1829 წელს წამოაყენა კონტრაქციის ჰიპოთეზა. დაამუშავა სტრატიგრაფიული ხარვეზებისა და კუთხური უთანხმოების საშუალებით დანაოჭების ასაკის განსაზღვრის მეთოდიკა, რომელიც ჟორჟ კიუვიეს კატასტროფების თეორიას ემყარებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მადანთა წარმოშობის პრობლემას. მისი აზრით, გამადნებები ყოველთვის ინტრუზივებთანაა დაკავშირებული. შემოიღო ფუძე და მჟავე ქანების ცნებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]