ედგარ მიჩელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედგარ მიჩელი

ედგარ მიჩელი (ინგლ. Edgar Mitchell; დ. 17 სექტემბერი, 1930, ჰერიფორდი, ტეხასი) — ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის I რანგის კაპიტანი. დაამთავრა უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სკოლა, აგრეთვე კარნეგის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი პიტსბურგში (პენსილვანია) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1964). 1966 წლიდან კი იყო აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს რაზმში. 1971 წლის 1-10 თებერვალს ალან შეპარდსა და ს. რუსასთან ერთად გაფრინდა მთვარეზე ხომალდ „აპოლონ-14“-ით, იყო მთვარის კაბინის პილოტი. 1971 წლის 5 თებერვალს მიჩელი და შეპარდი მთვარის კაბინით დაეშვნენ მთვარეზე კრატერ ფრა მაუროს რაიონში. მთვარეზე დაჰყვეს 33,5 საათი. ორჯერ გამოვიდნენ მთვარის ზედაპირზე ოთხ-ოთხი საათით. ჩაატარეს სამეცნიერო კვლევა და ტექნიკური ექსპერიმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება]