დიმიტრი თესალონიკელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი თესალონიკელი
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი (სოლუნელი)
Saint Demetrius of Protat.JPG
პროვინცია სოლუნი

დაიბადა III საუკუნე
თესალონიკი
გარდაიცვალა 306
თესალონიკი
რელიგია ქრისტიანობა
მშობლები მამა: თესალონიკის პოკონსული
ხსენების დღე 8 ნოემბერი (მართლ.), 26 ოქტომბერი (კათოლ.)

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი ან სოლუნელი (ბერძნ. Άγιος Δημήτριος; გ. 306 წ.)— ქრისტიანი წმინდანი. ის აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დიმიტრი თესალონიკელი
ბულგარული ხატი , 1824)

ტახტზე ასულმა მაქსიმილიანე გალეროსმა, სამხედრო ღირსებებისათვის, იგი თესალონიკის მხარის პორკონსულად დანიშნა 305 წელს. მას ევალებოდა ქალაქის დაცვა ბარბაროსებისაგან და ქრისტიანების დევნა. მაგრამ დევნის ნაცვლად დიმიტრი განცხადებულად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ამ გზით ბევრი ქვეშევრდომიც მოაქცია ქრისტიანობაზე. განრისხებულმა მაქსიმილიანემ საპყრობილეში ჩააგდებინა იგი, თვით კი ამასობაში გლადიატორთა ასპარეზობებით ტკბებოდა, სადაც მისი რჩეული გოლიათი, ვინმე ლიოსი ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს. ქრისტიანმა ჭაბუკმა ნესტორმა საპყრობილეში მყოფ დიმიტრის გამოსთხოვა ლოცვა-კურთხევა ლიოსთან შესაბმელად. დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა სძლია ლიოსს, რისთვისაც იმპერატორმა გამარჯვებული სიკვდილით დასაჯა, ხოლო დიმიტრის მკვლელები შეუგზავნა.

306 წლის 26 ოქტომბერს (იულ. კალენდრით) მტარვალებმა შუბით განგმირეს დიმიტრი (ამ დღეს აღესრულება წმინდანის ხსენება). ამ წმინდანის ერთგულმა მსახურმა ლუპემ პირსახოცით მოაგროვა დიმიტრის სისხლი და ამ სისხლით ნაკურთხი სიწმინდეებით მრავალი სნეული იღებდა კურნებას. ერთი საუკუნის შემდეგ მოიძიეს დიდმოწამის წმინდა ნაწილები, კონსტანტინე დიდის დროს კი მის სახელზე აშენდა დიდი ტაძარი. VII საუკუნიდან წმინდა დიმიტრის ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა, რის გამოც წმინდანს მირონმდინარის საეკლესიო სახელწოდებაც მიენიჭა.