თეოდორე სტრატილატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორე სტრატილატი

დაიბადა 281
Euchaita
გარდაიცვალა 8 თებერვალი, 319
ჰერაკლეა პონტიკა
ხსენების დღე 7 თებერვალი და 8 თებერვალი
მოღვაწეობა სამხედრო
ენა ძველი ბერძნული ენა

თეოდორე სტრატილატი (ბერძ. Θεόδωρος ο Στρατηλάτης; გ. 319) — ქრისტიანი წმინდანი. ის აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 8 (21) თებერვალი და 8 (21) ივნისი, ხოლო კათოლიკურში7 თებერვალი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმინდანმა მსახურს - უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი - იმავე წლის 8 ივნისს პატივით გადაასვენა მისი წმინდა ნაწილები ევესიტში.

ამავე დღეს იხსენიება დიდმოწამის წმინდა ხატის მიერ აღსრულებული ერთი სასწაული, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში მოხდა. საყდარი, რომელიც დამასკის მახლობლად, დაბა კარსატაში მდებარეობდა, სარკინოზებს საცხოვრებლად გაეხადათ. ერთმა მათგანმა ისარი სტყორცნა წმინდა თეოდორეს ხატს და მხარში მოარტყა. უეცრად ამ ადგილიდან სისხლმა იფეთქა. მალე ტაძარში დამკვიდრებული ურჯულოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობენ ანტიოქიის წმინდა პატრიარქი ანასტასი (ხს. 3 მაისს) და ღირსი იოანე დამასკელი (ხს. 27 დეკემბერს).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]