დიდი კამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი კამა
Foeniculum vulgare.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ქოლგოსანნი
სახეობა: დიდი კამა
ლათინური სახელი
Foeniculum vulgare
Mill.

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


დიდი კამა, ცერეცო (Foeniculum vulgarae), მრავალწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა (Apiaceae). კულტურაში კი ორწლოვანი მცენარეა.

ღერო 2 მ-მდე სიმაღლისაა, მომრგვალო, მსხვილი, ვიწრო ღარებიანი, დატოტვილი, ლეგა ფერის. ფოთლები მრავალჯერაა ფრთისებრ განკვეთილი გრძელ ძაფისებრ ნაკვთულებად. ინვითარებს ქოლგა ყვავილედს. ქოლგა 6-20 სხივიანია, სხივები არაა თანაბარი ზომის. გვირგვინის ფურცლები ყვითელია, მომრგვალო ფორმის, შიგნით გადაღუნული ოთხკუთხა ბლაგვი წვერით, ჯამის კბილები არ ემჩნევა, საბურველისა და საბურვალეკის ფოთოლაკები არა აქვს. ნაყოფი 4-10 მმ სიგრძისაა, 1,5-4 მმ სიგანის. ენდოსპერმი კომისურის მხრიდან ბრტყელია ან ოდნავ აზნექილი, ზურგის მხარეზე არხების ქვეშ ამოკვეთილი, ყვავილობს VII-IX, ნაყოფიანობს X.

დიდი კამა იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში და მთის წინებზე ქვიშნარ და კლდოვან ადგილებზე, ზოგჯერ როგორც სარეველა. საქართველოში ბუნებრივად გვხვდება აფხაზეთსა და აჭარაში. სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ბევრ ქვეყანაში არის გაველურებული, მაგ., კავკასიაში, ცენტრალური აზიის სამხრეთ რაიონებში. კულტივირებას ეწევიან და ნედლეულის მთავარი ექსპორტიორია ჩინეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი.

მედიცინაში გამოყენება. ნაყოფი და მისი ზეთი ამოსახველებელი საშუალებაა. ნაყოფი შედის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ნაკრებში, ამავე დანიშნულებით იყენებენ დიდი კამის წყალს — ჩვილი ბავშვებისათვის. ნაყოფი არის ძირტკბილას რთული ფხვნილის კომპონენტი. ეთეროვანი ზეთი პრეპარატ სოლიტანის და ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატის ტრასკოვის მიქსტურის შედგენილობაშია. ვეტერინარიაში იყენებენ ამოსახველებლად. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე და ავიცენა იცნობდნენ მის სამკურნალო და კულინარიულ თვისებებს. ბევრ ქვეყანაში კამის ნაყოფს ღეჭავენ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლინა ერისთავი, ფარმაკოგნოზია. თბ., 2005.
  • ლალი დათეშიძე, საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. მეცნიერება: თბილისი. 2000. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID-ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
  • Lali Dateshidze and co-authors, WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ, „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ, ქართული სამედიცინო ენციკლოპედია. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში მცენარეთა მეცნიერებები: 2009.
  • ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980.
  • ქსე
  • შენგელია ზურაბ, სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში. თბ.: საბჭ. საქართველო, 1983.
  • საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971-1987.