დიდების ხელი
დიდების ხელი ასევე ჩამოხრჩობილის ხელი — მაგიის დახმარებით შენახული ჩამოხრჩობილი მკვლელის მოკვეთილი ხელი. ოდესღაც გამოიყენებოდა თილისმად შავი მაგიის შელოცვებში. ამბობდნენ, რომ ეს ეხმარებოდა მძარცველებს სახლებში შეღწევაში. ”დიდების ხელი” იყო მკვლელის იმ დროს მოკვეთილი მარჯვენა ხელი, როდესაც გვამი ჯერ კიდევ ეკიდა სახრჩობელაზე ან მთვარის დაბნელების მომენტში. მას ინახავდნენ სისხლით გაჟღენთილ სუდარაში, რომელიც ორი კვირის მანძილზე ინახებოდა მარილწყლითა და სხვადასხვა სახეობის წიწაკებით გავსებულ თიხის ქილაში. ამის შემდეგ მას აშრობდნენ ვერბენიან (ბალახი, რომელიც ითვლებოდა დემონების განმდევნელად) ღუმელში ან და თაკარა მზეზე, უმჯობესი იყო აგვისტოს მცხუნვარე დღეებში.
ამგვარი დამუშავების შემდეგ თითებს შორის ამაგრებდნენ სანთელს, რომელსაც ”მკვდრის სანთელს” ეძახდნენ. ეს სანთელი მზადდებოდა ჩამომხრჩობილი მკვლელის ქონისაგან, ხოლო ფითილად იყენებდნენ მისსავე თმებს. ამგვარი სანთლის დამზადების სხვა მეთოდიც არსებობდა: ”დიდების ხელს” ათავისუფლებდნენ სისხლისგან, აშრობდნენ და ძირავდნენ ფიჭაში, რათა თვითონ თითები გამოეყენებინათ სანთლებად.
თვლიდნენ, რომ ანთებულ სანთლებს ან მოგიზგიზე თითებს შეეძლოთ მოსიარულე ხალხი გაეშეშებინათ და წაერთვათ მათთვის მეტყველების უნარი. მძარცველები სახლების გატეხვამდე ანთებდნენ ”დიდების ხელს” იმ იმედით, რომ ეს თალისმანი მანამ არ მისცემდა სახლში მყოფთ გაღვიძების საშუალებას, სანამ მძარცველები თავიანთ საქმიანობას არ მოათავებდნენ. როდესაც ცერა თითი იწყებდა ქრობას, ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ ვიღაცას სახლში არ ეძინა ან მასზე ვერ მოქმედებდა ჯადო. გადმოცემის თანახმად მიგიზგიზე ”დიდების ხელის” ჩაქრობა შეიძლებოდა მხოლოდ რძის დახმარებით.
ამ ჯადოს გასანეიტრალებლად სახლის პატრონები ამზადებდნენ მალამოს ჭოტის სისხლისგან, თეთრი ქათმების ქონისაგან და შავი კატების ნაღველასაგან და უსმევდნენ თავიანთი სახლის ზღურბლს.
ჯადოქრებზე ნადირობის ხანაში ”დიდების ხელი” ითვლებოდა გრძნეულთა საქმიანობად. 1588 წელს ორი გერმანელი ჯადოქარი ქალი ნიჩელი და ბესერსი, რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯადოქრობასა და გვამთა ეკსგუმაციაში, იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ისინი ”დიდების ხელის” ანთებით წამლავდნენ დაუცველ ხალხს, რათა მათთვის წაერთმიათ მოძრაობის უნარი. ჯონ ფიანმა, რომელსაც 1590 წელს უმოწყალოდ აწამებდნენ ჯადოქართა სამსჯავროზე შოტლანდიაში, აღიარა, რომ ”დიდების ხელს” იყენებდა ტაძარში შესღწევად, სადაც ეშმაკს მსახურობდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- The Hand of Glory and other gory legends about human hands - Edited by D. L. Ashliman.
- Hand of Glory - Manufacture and use of the Hand of Glory.