დენპასარი
|
ქალაქი
|
დენპასარი (ინდო. Kota Denpasar) — ქალაქი ინდონეზიაში, ბალის პროვინციის დედაქალაქი.[1] მისი მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება და 2010 წელს ეს მაჩვენებელი 788 445 ადამიანს შეადგენდა. მიმდებარე მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა 2 მილიონამდეა.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
1958 წელს დენპასარი ბალის დედაქალაქი გახდა. წინა საუკუნეებში ის ბადუნგის პროვინციის დედაქალაქი იყო. მის არქიტექტურაზე იგრძნობა მრავალი კულტურის გავლენა, იავური, ჩინური თუ ევროპული. ჩინური ტრადიციები განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის ცენტრში. XIX საუკუნეში მოსულმა ჰოლანდიელმა კოლონისტებმა ძეგლებზე ასევე დატოვეს თავისი კვალი. მიუხედავად ბოლო წლებში მიმდინარე სწრაფი სწრაფი მშენებლობებისა, დენპასარი მაინც ინარჩუნებს პროვინციულ იერსახეს. ტაძრებისა და სახლების სიახლოვეს ჯერ კიდევ შესაძლებელია ბრინჯის მინდვრების ხილვა. ადმინისტრაციული შენობები გზატკეცილების გასწვრივაა განლაგებული. თანამედროვე არქიტექტურასთან შერწყმულია ტიური სასოფლო სტრუქტურები.
ეკონომიკა [რედაქტირება]
დენპასარის ეკონომიკის სტრუქტურა თანდათან იცვლება და სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მზარდ ტურიზმზე.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Bali Denasar Tourism.
- ↑ “Denpasar to ink sister city pact with Haikou | The Jakarta Post“. წაკითხვის თარიღი: 4 November 2012.