ინდონეზიის სარეგენტოები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯავანესის რეგენტი საზეიმო უნიფორმაში, (დაახლ. 1900 წ.)

სარეგენტო (ინდო. kabupaten) — ინდონეზიის პროვინციის პოლიტიკური ერთეული. ტერმინი ხანდახან ითარგმნება როგორც მუნიციპალიტეტი ან რაიონი. სარეგენტოები და ქალაქები არის ერთი დონის ადმინისტრაციული ერთეულები, თუმცა თითოეულ სარეგენტოს აქვს დედაქალაქი.[1] სარეგენტოები იყოფა უბნებად (ინდო. Kecamatan).

ტერმინი წარმოიშვა ნიდერლანდური მმართველობის პერიოდში, როდესაც ქვეყანას რეგენტები განაგებდნენ, ისინი იყვნენ იავას ადგილობრივი ფეოდალები.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Profil Daerah. Indonesian Ministry of Interior.