დევონპორტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
დევონპორტი
Devonport
|
დევონპორტი (ინგლ. Devonport) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, მდებარეობს ტასმანიის შტატში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილოეთ მხარეში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 21,528 ადამიანს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ჰობარტიდან დაშორებულია 277 კილომეტრით, ქალაქ ბერნიდან 47 კილომეტრით. დევონპორტი დაარსდა 1823 წელს. გაშენებულია ბასის სრუტის სანაპიროზე. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს დევონპორტის აეროპორტი, რომლის ტრასის სიგრძე შეადგენს 2 კილომეტრს, აქედან სრულდება რამდენიმე შიდა რეისი.
[რედაქტირება] კლიმატი
ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და ივნისი. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 778.3 მმ-ს.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
ქალაქ დევონპორტის აქვს ერთი დაძმობილებული ქალაქი. 1996 წელს დევონპორტის დაუძმობილდა იაპონიის ქალაქი მინამატა.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- დევონპორტის რუკა, www.devonport.tas.gov.au
- დევონპორტის რუკა ტურისტებისთვის, www.tasmap.tas.gov.au