დამბულის მღვიმე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამბულის მღვიმე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Dambulla-buddhastupa.jpg
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 7°51′00″ ჩ. გ. 80°39′00″ ა. გ. / 7.85000° ჩ. გ. 80.65000° ა. გ. / 7.85000; 80.65000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 561
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 561
რუს.ინგლ.ფრ.

დამბულის მღვიმის ტაძარი (სინჰალ. දඹුලු ලෙන් විහාරය, ტამილ. தம்புள்ளை பொற்கோவில்), ასევე ცნობილი, როგორც დამბულის ოქროს ტაძარიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი შრი-ლანკაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კოლომბოდან 148 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს მთელი შრი-ლანკის მასშტაბით საუკეთესოდ შემონახულ, მღვიმეში არსებულ სატაძრო კომპლექსს. კომპლექსში, 80 დადასტურებული მღვიმეა, მაგრამ მთავარი ღირსშესანიშნაობები - მონუმენტები და ნახატები განლაგებულია 5 მათგანში. ხელოვნების ეს ნიმუშები დაკავშირებულია ბუდასთან და მის ცხოვრებასთან. სულ წარმოდგენილია ბუდას 153 სტატუეტი, 3 შრი-ლანკის მეფის და 4 სხვადასხვა ღვთაების სტატუეტი, ასევე, მოგვიანებით დამატებული ინდუიზმის 2 ღმერთის - ვიშნუსა და განეშის თითო ქანდაკება. ფრესკები მოიცავს 2 100 მ² ფართობს.

როგორც ჩანს, ამ მღვიმეებში ბუდისტების მოსვლამდე სხვა, პრეისტორიული ადამიანები სახლობდნენ, რადგან აღმოჩენილია 2700 წლის ასაკის ადამიანის ჩონჩხები.

კომპლექსი ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება და მღვიმეში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ტაძარს წარმოადგენს მთელს აზიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: