ქინ-ძა-ძა!

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქინ-ძა-ძა!

ფილმის ოფიციალური კინოპოსტერი
ჟანრი ფანტასტიკა, ანტიუტოპია, კომედია
რეჟისორი გიორგი დანელია
სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე, გიორგი დანელია
ნაწარმოები რეზო გაბრიაძე, გიორგი დანელია (გამოუქვეყნებელი მოთხრობა)
როლებში სტანისლავ ლუბშინი, ლევან გაბრიაძე, იური იაკოვლევი, ევგენი ლეონოვი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი ეკატერინა პოპოვა
ოპერატორი პაველ ლებეშევი
მონტაჟი ტ.ეგორიჩევა, ნ.დობრუნოვა
მხატვარი ალექსანდრე სამულეკინი, ტეოდორ ტეჟიკი
კინოსტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი 1986
ხანგრძლივობა 135 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
სხვა პლანეტების ენა
IMDb პროფილი

ქინ-ძა-ძა! — საკულტო ორსერიანი მხატვრული ფილმი (1986), რომლის რეჟისორი არის გიორგი დანელია. ფილმი ეფუძნება სცენარს, რომელიც მანამდე დაიწერა რეზო გაბრიაძესთან ერთად და არ იყო ჩაფიქრებული, როგორც კინოსურათი. მოგვიანებით მან შეიძინა საინტერესო, ფილოსოფიურ-სატირული კომედიის სახე. 1987 წლის მონაცემებით, საბჭოთა კინოგაქირავებაში იგი წარმატებით #14-ე ადგილზე იმყოფებოდა. ფილმმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბჭოთა მაყურებლებზე, ფრაზებმა, რომლებიც მასში ჟღერს და ცალკე გამოყენებული ტერმინები (მაგ.: გრავიცაპა, პეპელაცი, ჩატლი) მოახდინეს ინტეგრირება თანამედროვე მეტყველებაშიც.

სიუჟეტი[რედაქტირება]

მოსკოვის ცენტრში, მიუხედავად ზამთრის სიცივისა, დგას ფეხშიშველი მამაკაცი დახეული ქურქით. ვლადიმერ მაშკოვსა და გედევან ალექსიძეს, ფილმის მთავარ გმირებს, იგი თავს წარუდგენს, როგორც პლანეტა უზმის, ტენტურაში 247-ე ნომრის, სპირალში არსებული ბეტა გალაქტიკის ბინადარს. მას აერია კონტაქტები , რომლითაც იგი მოძრაობს დროსა და სივრცეში და ვერ ბრუნდება შინ. ვლადიმერი და გედევანი ცდილობენ, დახმარება გაუწიონ, მაგრამ წამში ჩნდებიან პლანეტა პლუკზე, ქინ-ძა-ძას გალაქტიკაში.

ამ პლანეტის ბინადრები ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებიან, შეუძლიათ ერთმანეთის აზრების წაკითხვა, მაგრამ იყენებენ საუბრის დეგრადირებულ საშუალებებს, კერძოდ - მხოლოდ ორ სიტყვას, ’კუ’ (ку) და ’კიუ’ (кю). მიუხედავად იმისა, რომ პლუკი ტექნიკურად საკმაოდ განვითარებულია, ტექნიკა აქ დაჟანგული და მოძველებულია.

გრავიცაპა - პეპელაცის ძრავი, რომელსაც პერსონაჟები მთელი ფილმის მანძილზე ეძებენ

ისევე, როგორც ქინ-ძა-ძას სხვა გალაქტიკებში, აქაური მოსახლეობაც ორ კატეგორიად იყოფა - ჩატლანებად (чатлане) და პაცაკებად (пацаки). ჩატლანები არიან უფრო დიდგვაროვნული წარმოშობის, ხოლო პაცაკები - უბრალო ადამიანები. ჩატლანურ პლანეტებზე პაცაკები ვალდებულები არიან, ცხვირზე დამაგრებული პატარა ზანზალაკი, ცაკი (цак) ატარონ და სხვებს მიესალმონ ფრაზით ’კუ’. პაცაკები ისჯებიან - მაგალითად, მათ აიძულებენ, იმღერონ და დაუკრან, თანაც - მხოლოდ გალიებში გამოკეტილ მდგომარეობაში.

ვოვა (ვლადიმერი) და მევიოლინე (ასე უწოდებენ გედევანს, ვინაიდან მას თან ვიოლინო დააქვს) ითვლებიან პაცაკებად. ისინი ცდილობენ შინ დაბრუნებას და გაიცნობენ პაცაკ ბის (იური იაკოვლევი) და ჩატლანელ უეფს (ევგენი ლეონოვი), რომლებიც საკუთარ ხომალდ პეპელაცს (пепелац) ფლობენ. მაგრამ პეპელაცს აკლია სპეციალური ძრავა, გრავიცაპა (гравицаппа), რომლითაც წამებში შესაძლებელია დედამიწაზეც მოხვედრა. გრავიცაპის ძიებისას მიწიდან ჩამოსულები კანონის ადგილობრივ დამცველებს, ეცილოპებსაც (эцилоппы) ხვდებიან.

მოულოდნელად ნათელი ხდება, რომ პლუკზე უდიდეს ყველაზე ძვირფასია კც (кц, წარმოითქმის ’კა-ცე’) - ჩვეულებრივი ასანთის ღერი, რომელიც აქ ფულადი ერთეულის როლს ასრულებს. კც-ს მფლობელი სოციალურად მაღალ საფეხურზე იმყოფება. ამავე დროს, დროთა განმავლობაში ვოვას ხელთ არსებული ყველა ასანთი იხარჯება, მაგრამ იგი ჰპირდება უეფს და ბის, რომ დედამიწაზე მათთვის შეიძენს დიდი რაოდენობის ყუთებს კც-თი.

თუმცა, არსებობს შემოსავლის სხვა წყაროც. მიუხედავად იმისა, რომ გედევანიც და ვოვაც უნიჭო მუსიკოს-მომღერლები არიან, სიმღერებით ისინი პლანეტაზე ფულს აგროვებენ. უეფი და ბი ატყუებენ მათ და მიაქვთ მათი ნივთების ნაწილი, რის გამოც ეცილოპი ორივეს იჭერს და მიუსჯის ეციხში (эцих, ლურსმნებიან ყუთში) ჯდომას). მაგრამ ვოვა და გედევანი უკვე ფიქრობენ მათ გათავისუფლებაზე. მოულოდნელად ჩნდება მათი ფეხშიშველი ნაცნობი და სთავაზობს უკან დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე გადაადგილების საშუალება აქვს, ვოვა კი ცდილობს, დაუმტკიცოს, რომ არ შეუძლია მეგობრების ასე დატოვება. მამაკაცი უხსნის, რომ დრო მისთვისაც ძვირფასია და ქრება.

მოგზაურები ითვისებენ იარაღს და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერ, ბატონ პჟ-ს (Господин ПЖ, პეჟე) წინააღმდეგ ნამდვილ ბუნტს აწყობენ. მათი ნაცნობები გათავისუფლებულები არიან და გრავიცაპაც ხელთ აქვთ (გედევანი, რომელიც კლეპტომანია, შემთხვევით იპარავს მას). მაგრამ დედამიწამდე არსებობს პლანეტა ალფა, რომელზეც მაღალგანვითარებული საზოგადოება ცხოვრობს. მის ყველა ბინადარს სურს სამყაროს ყველა შეცდომის გამოსწორება და ამიტომ იქ ხანუდელ და სხვა პლანეტების მკვიდრებს აქცევენ კაქტუსებად.

თავდაპირველად ბი და უეფი ვოვას და გედევანს დედამიწაზე გადაყვანაზე უარს ეუბნებიან და სთავაზობენ ერთ-ერთი პლანეტის შეძენას, იქ დასახლებასა და საკუთარი ბიზნესის წარმოებას, მაგრამ ამავე დროს, იმედი აქვთ, რომ პაცაკები მათ დედამიწაზე გადასცემენ ასანთების დიდ რაოდენობას. ამის გამო ისინი რისკზე მიდიან, მაგრამ მაინც ალფაზე ამოჰყოფენ თავს. ვოვა და გედევანი ეშვებიან ცალკე კაპსულით, ხოლო პეპელაცს ხანუდელებთან ერთად ყლაპავს ალფა. ვოვას თხოვნით, ალფას მკვიდრები მათ აბრუნებენ დროში, ფეხშიშველი მამაკაცის გამოჩენამდე თითქმის ერთი საათით ადრე. ისინი კვლავ აწყობენ ბუნტს, ხელში იგდებენ ეციხს, ათავისუფლებენ ხანუდელ ნაცნობებს და ემშვიდობებიან მათ. ჩნდება ფეხშიშველი მამაკაცი, რომელიც მათ მოსკოვში აბრუნებს.

ყველაფერი თითქოს იგივეა. ქუჩაში ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან და ვერ იცნობენ ვოვა და გედევანი. უეცრად გამოივლის მწმინდავი მანქანა მოციმციმე ფარებით. ორივე მას ესალმება ფრაზით ’კუ’. მხოლოდ ამის შემდეგ ორივე იცნობს ერთმანეთს.

პერსონაჟები[რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები
  • ვლადიმერ მაშკოვი (ძია ვოვა) - მშენებელი. ცხოვრობს მოსკოვში, სამ ოთახიან კოოპერატიულ ბინაში კალინინის პროსპექტთან, ჰყავს მეუღლე ლუსია და შვილი-ოროსანი კირილე.
  • გედევან ალექსიძე (მევიოლინე) - ტექსტილის უნივერსიტეტის სტუდენტი-პირველკურსელი (ქ.ინანოვოდან). მოსკოვში ჩამოვიდა, რათა პროფესორ როგოზინისათვის გადაეცა ვიოლინო, რომელიც მას ბანკეტის შემდეგ დარჩა.
  • ბი - საბრალო მსახიობი, პაცაკი, ძველი პეპელაცის მფლობელი. გალაქტიკაში თავის მეგობარ უეფთან ერთად მოძრაობს და სიმღერებს მღერის.
  • უეფი - ჩატლანელი მსახიობი. გამოდის ბისთან ერთად.

როლებში[რედაქტირება]

მთავარი როლები[რედაქტირება]

დანარჩენი როლები[რედაქტირება]

ეპიზოდური როლები[რედაქტირება]

  • იგორ ბოგოლუბოვი - პჟ-ს პირადი პაცაკი
  • ვალენტინ ბუკინი - თავხედი ეცილოპი
  • იური ვორონკოვი - ჩატლანელი მიმოხილვის ბორბალთან
  • ნიკოლაი გარო - ბატონი პჟ
  • ვალენტინ გოლუბენკო - მცველი პჟ-ს აუზთან
  • ალექსანდრა დოროხინა - გუშაგი მაღაროდან
  • გენადი ივანოვი - შავკანიანი ეცილოპი
  • ოლესია ივანოვა - ქალი აბურძგნული თმით მიმოხილვის ბორბალთან
  • იგორ კანი - უცნობი როლი
  • ალექსანდრე ლიტოვკინი - კონტრაბანდისტების მეთაური
  • ვიქტორ მარენკოვი - პაცაკი-დარაჯი პეპელაცოდრომიდან
  • ანატოლი მარტინოვი - უცნობი როლი
  • ოლეგ მატვეევი - მცველი პჟ-ს აუზთან
  • ვიქტორ მახმუტოვი - წითური ჩატლანელი მატარებლიდან
  • ტატიანა ნოვიცკაია - პლანეტარიუმის თანამშრომელი
  • ტატიანა პერფილიევა - მოხუცი ქალი მატარებლიდან
  • ლუდმილა სოლოდენკო - ქალი მიმოხილვის ბორბალთან (უეფს ქვიშას ესვრის)
  • ვლადიმერ ფიოდოროვი - ჯუჯა-კაცი ყვითელი შარვლით
  • ვალერი ფროლოვი - უცნობი როლი
  • ჰარი შვეიცი - მცველი პჟ-ს აუზთან
  • გალინა დანელია-იურკოვა - მაშკოვის მეუღლე
  • გენადი იალოვიჩი - ეცილოპი (რომელსაც მოგზაურები სცემენ)

ტიტრებში არ არიან მითითებულნი[რედაქტირება]

  • გიორგი დანელია - აბრადოქსი
  • ვერონიკა იზოტოვა - კონტრაბანდისტთა მეთაურის მონა-ქალი
  • იური ნაუმცევი - მოსამართლე
  • ვლადიმერ რაზუმოვსკი - ეცილოპი ალიკაპით
  • ნინა რუსლანოვა - გალინა ბორისოვნა
  • ნინა ტერ-ოსილიანი - პჟ-ს დედა

სხვები[რედაქტირება]

  • ბორისლავ ბრონდუკოვი - მისთვის მოფიქრებული იქნა სპეციალური როლი, მაგრამ მოგვიანებით ამოღებული იქნა სცენარიდან (ვინაიდან ბრონდუკოვმა ინსულტი გადაიტანა და ვერ მონაწილეობდა გადაღებებში).
  • როლან ბიკოვი - პჟ-ს როლის სავარაუდო შემსრულებელი. ვერ შესძლო გადაღებებზე დასწრება.
  • ელიზავეტა კუზიურინა - ჩნდება ფილმში 'კოტოვსკი'. ნაწყვეტი ამ ფილმიდან ჩანს ტელეეკრანზე, როდესაც ვოვა თავის ბინაში მოძრაობს.
  • ნორბერტ კუხინკე - გერმანელი მსახიობი, რომელსაც უნდა შეესრულებინა აბრადოქსის როლი. პოლიტიკური მოტივაციით, მოსფილმის დირექციამ უარი თქვა მის ჩამოყვანაზე.
  • რენე ხობუა - ნახსენებია ტიტრებში, მაგრამ არსად ჩნდება. სინამდვილეში ეს არის გამოგონილი მსახიობი და დანელიას ტრადიციული ხუმრობა, რომელიც სხვა ფილმებშიც მეორდება.
  • ლეონიდ იარმოლნიკი - თაღლითი პაცაკი. სცენარიდან ეს როლი ამოღებული იქნა.

პერსონაჟების გახმოვანება[რედაქტირება]

  • არტიომ კარაპეტიანი - აბრადოქსი.
  • იგორ იასულოვიჩი - ფეხშიშველი უცხოპლანეტელი

მუსიკა[რედაქტირება]

მუსიკა და სიმღერები[რედაქტირება]

  • ფილმის მუსიკის ძირითადი ავტორია გია ყანჩელი. მუსიკას ასრულებს კინემატოგრაფიის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორ სერგეი სკრიპკას ხელმძღვანელობით.
  • სიმღერა ’ოდესელი’ ჟღერს ვოვას სახლში, ტელევიზორში ორჯერ.
  • სიმღერა Мама, что мы будем делать ასევე ორჯერ ჟღერს ტელევიზორიდან, მაგრამ მთელი ფილმის ლეიტმოტივია. დრო და დრო ვოვა და გედევანი მას ასრულებენ პლუკელების წინაშე. სიმღერის ორიგინალურ ვერსიას პოპულარობა მოუტანა ლეონიდ უტიოსოვის მიერ შესრულებულმა ვარიანტმა.
  • ფილმში ასევე ჟღერს რუსული ხალხური სიმღერა На речке, на речке, на том бережочке мыла Марусенька белые ножки - უეფი მას ღიღინებს ეციხში ჯდომისას და ალფაზე დაშვებისას. საინტერესოა, რომ ეს სიმღერა ასევე ჟღერს დანელიას მიერ გადაღებულ სხვა ფილმებშიც, სადაც ლეონოვი მონაწილეობს.
  • სიმღერა Strangers in the Night ფრენკ სინატრას რეპერტუარიდან არის. მას ფილმში გედევანი და ვოვა ასრულებენ. დანელიას თქმით, ერთხელ იტალიურ სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა, მოვიდა მეძავი, რომელიც კომპოზიტორ პეტროვს სთხოვდა, დაეწერა მუსიკა მისი დისათვის. თავისი ნიჭის დასამტკიცებლად, დამ იმღერა Strangers in the Night-ის ნაწყვეტი.
  • ბისა და უეფის მიერ ’კუ’-ს თემაზე შესრულებულია სიმღერა, შეიქმნა სპეციალურად ფილმისათვის. ყანჩელმა მოიგონა 2 ნოტისგან შემდგარი მელოდია. მუსიკის ჩაწერის დროს მას ოთხი პიროვნება ასრულებდა: პიანისტი იგორ ნაზარუკი (გამოსცემდა უსიამოვნო ხმებს სინთეზატორზე), დანელია (ვიოლინო), მევიოლინე-პროფესიონალს ჰქონდა ძველი დაჟანგული კლიტე, რომელიც გამოსცემდა ხმაურს, ხოლო ყანჩელი შუშაზე სამართებლით უცნაურ ხმებს გამოსცემდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]