გიორგი გოჩოლეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გოჩოლეიშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 2001 (2001-02-14) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შახტარი
ნომერი 13
ახალგაზრდული კარიერა
საბურთალო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2020–2022 საბურთალო 69 (8)
2022– შახტარი 25 (1)
ეროვნული ნაკრები
2021– საქართველო 21 წლ. 11 (1)
2022– საქართველო 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 დეკემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2023

გიორგი გოჩოლეიშვილი (დ. 14 თებერვალი, 2001) — ქართველი ფეხბურთელი. დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი.[1][2]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბურთალო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 27 აგვისტოს 2020–21 წლების უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში კვიპროსული ლიმასოლის „აპოლონის“ წინააღმდეგ შედგა.[3]

ეროვნულ ლიგაში პირველად 2020 წლის 13 სექტემბერს, ქვეყნის პირველობის მე-11 ტურის მატჩში, თბილისის „მერანის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და ფრედ (0–0) დასრულდა.[4]

2021 წელს გოჩოლეიშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და „საბურთალოს“ საქართველოს თასის მოგებაში დაეხმარა, მისმა კლუბმა ფინალში 1–0 დაამარცხა წყალტუბოს „სამგურალი“.[5]

2022 წელს გოჩოლეიშვილი ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელეს.[6]

საერთო ჯამში „საბურთალოს“ რიგებში 85 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.[7]

დონეცკის „შახტარი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის ნოემბერში გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერ-ლიგის გრანდ დონეცკის „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ათვლაც 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო.[8] მისი დებიუტი კლუბის რიგებში 2023 წლის 28 თებერვალს საფეხბურთო კლუბ „მინაის“ წინააღმდეგ შედგა.[9][10]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოჩოლეიშვილის დებიუტი 21 წლამდელთა ნაკრებში 2021 წლის მარტში, ბელარუსის წინააღმდეგ შეხვდარაში, რომელიც საქართველოს გამარჯვებით 4–1 დასრულდა. გოჩოლეიშვილმა 2021 წლის 16 ნოემბერს ინგლისთან გამართულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მოგვიანებით მისი გოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო გოლად დაასახელა.[11]

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში გოჩოლეიშვილი ვილი სანიოლმა გამოიძახა.[12] გოჩოლეიშვილის დებიუტი ნაკრებში 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.[13]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2023 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
საბურთალო 2020 ეროვნული
ლიგა
5 0 3 0 1[ა] 0 9 0
2021 34 4 5 0 39 4
2022 30 4 3 0 4[ბ] 0 1[გ] 0 38 4
სულ 69 8 11 0 5 0 1 0 86 8
შახტარი
დონეცკი
2022–23 უკრაინის
პრემიერლიგა
13 1 13 1
2023–24 12 0 1 0 4[დ] 0 17 0
სულ 25 1 1 0 4 0 0 0 30 1
სულ ჯამში 94 9 12 0 9 0 1 0 116 9

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 19 ნოემბერი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო 2022 1 0
2023 7 0
ჯამში 28 15

სანაკრებო მატჩები და გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 17.11.2022 შარჯა მაროკო მაროკოს დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური [14]
2 25.03.2023 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 6–1 მონღოლეთის დროშა მონღოლეთი ამხანაგური [15]
3 28.03.2023 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ნორვეგიის დროშა ნორვეგია ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70' [16]
4 17.06.2023 ლარნაკა კვიპროსი კვიპროსის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 74 წუთის შემდეგ 74' [17]
5 20.06.2023 გლაზგო შოტლანდია შოტლანდიის დროშა 2–0 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 56 წუთი 56' [18]
6 08.09.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–7 ესპანეთის დროშა ესპანეთი ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 77 წუთის შემდეგ 77' [19]
7 12.09.2023 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46' [20]
8 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78' [21]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა საბურთალო
უკრაინის დროშა შახტარი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
AFS · ESPN · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი გოჩოლეიშვილი // nakrebi.ge
  2. Gocholeishvili Giorgi // upl.ua
  3. Apollon 5–1 Saburtalo // uefa.com
  4. Saburtalo 0–0 Merani Tbilisi / Erovnuli Liga // soccerway
  5. Samgurali 0–1 Saburtalo / David Kipiani Cup // soccerway
  6. GFF AWARDS 2022 // europop.ge
  7. Шахтар підшукав підсилення правого флангу захисту в Грузії
  8. Георгій Гочолейшвілі — гравець Шахтаря // football.ua
  9. Minai 1–4 Shakhtar Donetsk / Premier League // soccerway
  10. VBET League. 9th round Match #65 // upl.ua
  11. GFF AWARDS 2021 KA (29 December 2021).
  12. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის
  13. მაროკოსთან მატჩში ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
  14. Morocco 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
  15. Georgia 6–1 Mongolia / Friendlies // soccerway
  16. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024 // soccerway
  17. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  18. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  19. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024 // soccerway
  20. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  21. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  22. 21-წლამდელთა. საქართველო 3–2 ინგლისი