გიზბორნის რეგიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიზბორნის რეგიონი
Gisborne Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სტატუსი რეგიონი
ადმინისტრაციული ცენტრი გიზბორნი
მშპ (2003) US$1.031 მლრდ
მოსახლეობა (2011) 46 600 კაცი
სიმჭიდროვე 5,6 კაცი/კმ²
ფართობი 8 355 კმ²
გიზბორნის რეგიონი რუკაზე
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Gisborne Region

გიზბორნის რეგიონიახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მართავს გიზბორნის რაიონული საბჭო. უდიდესი ქალაქია გიზბორნი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოვერტის ყურის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარეობს.

რეგიონს სახელი ეწოდა კოლონიური მდივნის, უილიამ გიზბორნის პატივსაცემად.

გეოგრაფია[რედაქტირება]

გიზბორნი მეჩხერად დასახლებული, იზოლირებული რეგიონია. პატარა დასახლებები ძირითადად თავს იყრის აღმოსავლეთ სანაპიროს უბეების გასწვრივ. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 46 600 ადამიანს შეადგენს, რომლის სამი მეოთხედიც თავს ქალაქ გიზბორნში იყრის. არცერთ სხვა დასახლებას 1000 მცხოვრებზე მეტი არ ჰყავს.

შიდა ნაწილში რელიეფი უსწორმასწოროა, გორაკ-ბორცვიანი, ტყეებით დაფარული. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტე-ურევერის ეროვნული პარკი.

ეკონომიკა[რედაქტირება]

2003 წელს, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი US$1,031 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1%-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]