ჩრდილოეთი კუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთი კუნძული (ახალი ზელანდია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩრდილოეთი კუნძული.
ჩრდილოეთი კუნძული
მშობ. სახელი: Te Ika-a-Māui
NZNorthIsland.png
ჩრდილოეთი კუნძულის პოლიტიკური რუკა
გეოგრაფია
ფართობი 113 729 კმ²
უმაღლესი წერტილი 2 797 მ
რუაპეჰუ
ქვეყანა
უდიდესი ქალაქი ოკლენდი (მოს. 1,333,300)
დემოგრაფია
მოსახლეობა 3 287 600 (2009)
სიმჭიდროვე 28,9 /კმ²

ჩრდილოეთი კუნძული (მაორ.:Te Ika-a-Māui) – ახალი ზელანდიის ორი დიდი კუნძულიდან ერთი. სამხრეთი კუნძულიდან გამოყოფილია კუკის სრუტის მეშვეობით. კუნძულის ფართობი შეადგენს 113 729 კმ²[1], მას მსოფლიოს კუნძულძულებს შორის ფართობის მხრივ მე-14 ადგილი უკავია. 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობს 3 287 600 ადამიანი. კუნძული იყოფა ცხრა რეგიონად.

ჩრდილოეთის კუნძულზე მდებარეობს თორმეტი ქალაქი: ოკლენდი, ნიუ-პლიმუთი, ტაურანგა, გისბორნი, ნეიპირი, ჰამილტონი, ჰეისტინგსი, პალმერსტონ-ნორტი, როტორუა, უონგანუა, ფანგარეი და ველინგტონი. ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 76% სწორედ ჩრდილოეთ კუნძულზე ცხოვრობს.

კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ყველაზე დიდი ტბა ტაუპო. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარე მიედინება, მათგან ყველაზე გრძელია უაიკატო, იგი სათავეს იღებს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, გაივლის ტაუპოს ტბას და საბოლოოდ ჩაედინება ოკეანეში. მისი სიგრძე შეადგენს 425 კილომეტრს. კუნძულის საშუალო ტემპერატურა შეადგენს +16 °C. აქ მდებარეობს ეგმონტის ეროვნული პარკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ახალი ზელანდიის სტასტისტიკა ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი