გიზბორნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
გიზბორნი
Gisborne
|
გიზბორნი (ინგლ. Gisborne, მაორულ ენაზე — ტურანგა-ნუი-ა-კივა) — ქალაქი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ამავე სახელწოდების რეგიონის ადმ. ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 34 300 ადამიანს [1]. მოსახლეობის ნახევარზე მეტს მაორები შეადგენენ. ეკონომიკის ძირითად ნაწილს სოფლის მეურნეობა და მსუბუქი მრეწველობა შეადგენს. ახალ ზელანდიაში ეს რეგიონი ერთ-ერთ საუკუთესო ღვინის მწარმოებლად ითვლება. ქალაქი მდებარეობს ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით, მისი ხელსაყრელი მდებარეობის გამო ქალაქს ტურისტები ხშირად სტუმრობენ.