გეორგ კანტორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეორგ კანტორი

გეორგ კანტორი (Georg Cantor) (დ. 3 მარტი, 1845, პეტერბურგი ― გ. 6 იანვარი, 1918, ჰალე), გერმანელი მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1867 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. დაამუშავა უსასრულო სიმრავლეთა და ტრანსფინიტური რიცხვების თეორიები. 1874 წელს დაამტკიცა, რომ ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე არ არის თვლადი და ამით დაადგინა არაეკვივალენტური, ე.ი. სხვადასხვა სიმძლავრის მქონე სიმრავლეების არსებობა. 1878 წელს ჩამოაყალიბა სიმრავლის სიმძლავრის ზოგადი ცნება. 1879–1884 წლებში სისტემატურად გადმოსცა თავისი მოძღვრების პრინციპები სიმრავლის უსასრულობის შესახებ. კანტორმა შემოიღო ზღვრული წერტილისა და წარმოებული სიმრავლის ცნებები, ააგო სრულყოფილი სიმრავლის მაგალითი (ე. წ. კანტორის სიმრავლე), განავითარა ირაციონალურ რიცხვთა ერთ–ერთი თეორია, ჩამოაყალიბა უწყვეტობის ერთ–ერთი აქსიომა (კანტორის აქსიომა). 1897 წელს სამეცნიერო მოღვაწეობა შეწყვიტა.