გარონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარონა

მდინარე გარონა ქალაქ ბორდოსთან
ქვეყანა დროშა: ესპანეთი ესპანეთი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
სათავე პირენეები
სიგრძე 647 კმ
აუზის ფართობი 56 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} გარონა ვიკისაწყობში

გარონამდინარე საფრანგეთსა და ესპანეთში. სიგრძე 647 კილომეტრი, აუზის ფართობი 56 000 კმ². სათავე აქვს ცენტრალურ პირენეებში, ზ. დ. 1800-2300 მეტრ სიმაღლეზე. მთიდან გამოსვლის შემდეგ მიედინება გარონის დაბლობზე. სიგანე ქალაქ ბორდოსთან დაახლოებით 500 მეტრი. ერთვის ბისკაიის ყურეს. მდინარე დორდონთან შეერთებით გარონა ქმნის ჟიროდნის ესტუარს. საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. ჩამონადენი მკვეთრად იცვლება სეზონის მიხედვით. გარონა ბისკაის ყურისა და ხმელთაშუა ზღვის შემაერთებელი სისტემის ნაწილია. საზღვაო გემები მდინარეზე ქალაქ ბორდომდეა. გარონაზეა ქალაქები: ბორდო, აჟენი, ტულუზა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]