დორდონი (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 483 კმ |
| აუზის ფართობი | 23,870 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ცენტრალური მასივი |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | გარონა |
| ქალაქები | ბერჟერაკი ლიბურნი. |
დორდონი (ფრანგ. Dordogne) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. მდინარე გარონის მარჯვენა შენაკადი, რომელთანაც ერთად ქმნის საერთო შესართავს — ჟირონდის ესტუარს. სიგრძე 483 კმ, აუზის ფართობი 23,870 კმ². სათავე აქვს მონ-დორის მასივის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ზემო და შუა დინებაში ჭრის საფრანგეთის ცენტრალურ მასივს, ქვემოთში გამოდის — გარონის დაბლობზე. გაზაფხულზე და შემოდგომაზე დამახასიათებელია წყალდიდობა, ზამთარში წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა, ზაფხულში — წყალმცირობა. წყლის საშუალო ხარჯი 190 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია ვეზერი და ილი. ქვემო დინებაში შეინიშნება ზღვიური მოქცევები. დორდონის აუზში არის ჰიდროელექტროსადგურები. სანაოსნოა. ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ბერჟერაკი, ლიბურნი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- დორდონი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- დორდონი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)