გაზმენდ კაპლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზმენდ კაპლანი
დაბადების თარიღი 1967[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Lushnjë
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი[3] , ჟურნალისტი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი[3]
ალმა-მატერი ათენის უნივერსიტეტი

გაზმენდ კაპლანი (დ. 1 აგვისტო, 1967) — ალბანელი მწერალი და ჟურნალისტი. ის არის ერთ-ერთი ბესტსელერის, A Short Border Handbook-ის ავტორი. ამჟამად გაზმენდი ცხოვრობს ჩიკაგოში, ილინოისში.

ახალგაზრდობის წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზმენდ კაპლანი დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, ლუშნიში, ალბანეთი. კაპლანების ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მხარე, ისინი იძულებით იქნენ გადასახლებულნი ენვერ ხოჯას კომუნისტური რეჟიმის მიერ. 1991 წელს, ალბანეთში სახალხო მოძრაობამ კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფეხი მოიკიდა, კაპლანი ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მიტინგს ლუშნიში. ამის შემდეგ მას პოლიციისგან დამალვა უწევდა და საბოლოოდ საბერძნეთში გაიქცა.[4] კაპლანი დასახლდა ათენში, სადაც დაამთავრა ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხით და მოიპოვა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და ისტორიაში, ათენის პანთეონის უნივერსიტეტში. 2005-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსებს, ალბანეთის ისტორიასა და კულტურაში, ათენის პანთეონის უნივერსიტეტში. 2015 წელს, საბერძნეთში 24 წლიანი ცხოვრების შემდეგ, კაპლანიმ გადაწყვიტა რომ სამუდამოდ დაეტოვებინა ქვეყანა, ამას მოჰყვა საბერძნეთის პოლიციის მიერ თაღლითური ელემენტების სისტემატური შევიწროება, ნეოფაშისტური ჯგუფების მუქარა და საბერძნეთის ხელისუფლების უარი, 2008 წელს შეტანილ საბუთზე, საბერძნეთის მოქალაქეობის თაობაზე.[5] საბოლოოდ მან მოახერხა აშშ-ში წასვლა და იქ დასახლება. შეერთებულ შტატებში კაპლანი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი [6] და ასწავლიდა ემერსონის კოლეჯში ბოსტონში, მასაჩუსეტსი. ახლა ის ასწავლის დეპოლის უნივერსიტეტში ჩიკაგოში, ილინოისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gazmend Kapllani - Albright Institute - Wellesley College [1]
  • Gazmend Kapllani - Literary Arts Program - Brown University [2]
  • Gazmend Kapllani - TEDxThessaloniki [3]
  • The Guardian - Short Border Handbook by Gazmend Kapllani [4]
  • Gazmend Kapllani - 2017 Albright Institute—Wellesly College - All You Need to Know About Border Syndrome [5]
  • Book Review: My Name is Europe by Gazmend Kapllani, NewFederalist.eu, February 2017.
  • Gazmend Kapllani - Shqipëria ka nevojë për rebelim moral [6]
  • Gazmend Kapllani articles in the Harvard Gazette.
  • Gazmend Kapllani interview to CBC Radio, May 05, 2013.
  • Europe Cultural Foundation Narratives for Europe: Reading Room - Gazmend Kapllani [7]
  • PEN Transmissions: Gazmend Kapllani [8]
  • Mikrometoxos: Gazmend Kapllani: Ανοιχτή επιστολή στους Έλληνες δημοσιογράφους [9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NUKAT — 2002.
  2. MAK
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Czech National Authority Database
  4. In Conversation with Gazmend Kapllani - Asymptote Blog en. ციტირების თარიღი: 2024-01-18
  5. LIFO.gr, October, 2018
  6. Gazmend Kapllani en. ციტირების თარიღი: 2024-01-18