გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 892

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 892

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დროშა
თარიღი 22 დეკემბერი 1993
სხდომა № 3325
კოდი S/RES/892 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი, საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 892 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 22 დეკემბერს. ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, უშიშროების საბჭოს წინა 849 (1993), 854 (1993), 858 (1993), 876 და 881, ასევე გაეროს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოებაზე 868 რეზოლუციის დამტკიცებით, საბჭომ საქართველოში 50 სამხედრო დამკვირვებლის ეტაპობრივ განლაგებაზე იმსჯელა.[1]

საბჭომ მიესალმა საქართველოსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს და აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას.[2] საბჭომ ასევე გაითვალისწინა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები და 1994 წლის 11 იანვარს, კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების დროს პროგრესს მიაღწიეს და ამან გაამართლა დამატებითი გაეროს სამხედრო დამკვირვებლების განლაგება. თუმცა, ამავე დროს საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან და დევნილთა და ლტოლვილთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

50 სამხედრო დამკვირვებლის განლაგების შემდეგ, გენერალურმა მდივნმა, ბუტროს ბუტროს-გალიმ გამოთქვა კიდევ უფრო მეტი დამკვირვებლების გამოგზავნის სურვილი იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუმჯობესდება. საბჭო განიხილავს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატს, მოლაპარაკებებში პროგრესის შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით, მხარეებს მოუწოდეს შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ურთიერთგაგებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით და უზრუნველყონ UNOMIG-ის პერსონალის უსაფრთხოება. საბჭომ მიესალმა რუსეთის დახმარებას ამ სფეროში.

რეზოლუციის ბოლოს, საბჭომ მოუწოდა ლტოლვილების მშობლიურ სახლში დაბრუნებისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ, ხოლო დონორ ქვეყნებს შესთავაზეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარულ დახმარებაში წვლილის შეტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. United Nations, Dept. of Public Information (1995). The United Nations and the situation in Georgia. United Nations, Dept. of Public Information, გვ. 6. 
  2. Tessitore, John (1994). A Global Agenda: Issues Before the 49th General Assembly of the United Nations. University Press of America, გვ. 75. ISBN 978-1-880632-21-5.