გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1096

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1096

ბორჯომი
თარიღი 30 იანვარი 1997
სხდომა № 3735
კოდი S/RES/1096 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1096 მიიღეს ერთხმად 1997 წლის 30 იანვარს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1065 (1996) რეზოლუციის, საბჭომ განიხილა რეგიონში არსებული ვითარება და გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 1997 წლის 31 ივლისამდე.[1]

უშიშროების საბჭომ კვლავ შეშფოთდა გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ და აფხაზეთმა კონფლიქტის მოგვარება, განსაკუთრებით აფხაზური მხარის პოზიციის გამო, ვერ შეძლეს. საბჭომ აღნიშნა აფხაზეთის ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნაც (რეზოლუცია 1077 (1996)), რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადამიანის უფლებათა პატივისცემას. ორივე მხარემ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ, რომელსაც 1994 წელს მოსკოვში ხელი მოეწერა. გალის რეგიონში მდგომარეობა კვლავაც გაუარესდა, ხოლო დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატი, რომელიც რეგიონში მოქმედებს, გაფართოვდა და გადავადდა 1997 წლის 31 იანვრამდე.

საქართველოში არსებული ვითარება ჩიხში შევიდა და კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების მცდელობა ჩაიშალა, ხოლო აფხაზეთის პოზიცია 1996 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, მიუღევლად შეფასდა. ამ თვალსაზრისით, საბჭომ მიესალმა გენერალური მდივნის, კოფი ანანის შეთავაზება გაეროს როლის გაძლიერების მხრივ, მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ორივე მხარეს მოუწოდეს მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის შესახებ, აგრეთვე საბჭომ მიესალმა ორივე მხარეს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების განახლებას.

ამის შემდეგ, რეზოლუციაში განხილულია იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს აფხაზეთში დასაბრუნებელ ლტოლვილებზე. გრძელდებოდა ამ პროცესის გაჭიანურება და მისი აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირების მცდელობები, ასევე საბჭომ დაგმო კონფლიქტის შედეგად გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები და დაადასტურა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება მშობლიურ სახლებში დაბრუნების შესახებ. გარდა ამისა, უშიშროების საბჭომ დაგმო ყველა ეთნიკური ძალადობა და ტერიტორიების დანახმიანება, ამის გამო, საბჭომ სთხოვა ორივე მხარეს უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG), დსთ-ის სამშვიდობო ძალების და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების გადაადგილების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა.

საბოლოოდ, გენერალურ მდივანს მოეთხოვა საბჭოში მოხსენების ჩაბარება აფხაზეთში არსებული სიტუაციისა და UNOMIG-ის ოპერაციების შესახებ, 1096 რეზოლუციის მიღებიდან სამი თვის შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Security Council extends mission in Georgia until 31 July“. United Nations. 30 January 1997.