ბრისტენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ბრისტენი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 3 073 | |
| ქედი | გლარნის ალპები | |
ბრისტენი (გერმ. Bristen) — მთა გლარნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ურის კანტონში, სილენენის მუნიციპალიტეტის სამხრეთით; გადაჰყურებს მდინარე როისის ხეობას. აღმართულია პიც-გიუვის მთისა და გრაუბიუნდენის კანტონის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში. მიიჩნევა ურის კანტონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად.
გეოლოგიურად ბრისტენი აარის მასივს მიეკუთვნება. მთის სამხრეთი ნაწილი რამდენიმე განსხვავებული ტიპის კლდისგან შედგება, მათ შორისაა რიოლიტი და ამფიბოლიტი.