ბოდუენ IV იერუსალიმელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდუენ IV
ბოდუენ IV
ვილჰელმ ტირი აკვირდება ბოდუენის ხელს
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი 1174 – 16 მარტი 1185
წინამორბედი ამორი I იერუსალიმელი
მემკვიდრე ბოდუენ V იერუსალიმელი

დაბადებული 1161
გარდაცვლილი 16 მარტი
1185
მამა ამორი I იერუსალიმელი
დედა აგნეს დე კურტენე

ბოდუენ IV (აგრეთვე ცნობილია როგორც ბოდუენ IV კეთროვანი; ფრანგ. Baudouin IV de Jérusalem; დ. 1161 — გ. 16 მარტი, 1185) — იერუსალიმის მეფე 1174 წლიდან. ამორი I-ისა და აგნეს დე კურტენეს შვილი. დაიბადა იერუსალიმში. იზრდებოდა სამეფო კარზე. როდესაც 2 წელი შეუსრულდა მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. 1167 წელს ბოდუენის მამამ ცოლად შეირთო ბიზანტიის პრინცესა მარია კომინე, რომელთაც 5 წლის შემდეგ ეყოლათ შვილი იზაბელა. 1170 წელს 9 წლის ვაჟიშვილის აღზდა დაეკისრა ვილჰელმ ტირს. ბოდუენი კეთრით პატარა ასაკშივე დაავადდა. 1174 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა ამორი I, ხოლო იმავე წლის 15 ივლისს შედგა ბოდუენის როგორც იერასალიმის მეფედ კურთხევა. იმ მომენტისათვის ბოდუენი 13 წლისა იყო, რის გამოც სამეფოს 3 წლის განმავლობაში რეგენტები მართავდნენ. თავდაპირველად თვითნებურად არაოფიციალური რეგენტი გახდა სენეშალი მილ დე პლანსი, თუმცა მოგვიანებით საკუთარი უფლებებით გამოვიდა ბოდუენის ბიძა რაიმუნდ III. 1174 წლის გაზაფხულზე დე პლანსი მოკლული იქნა, ხოლო ოფიციალური რეგენტი გახდა რაიმუნდ III.

ბოდუენ IV მძიმედ ავადმყოფობდა და შესაბამისად გასაგები იყო, რომ იგი მემკვიდრეს გარეშე დარჩებოდა, ხოლო მისი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. ამიტომ მეფის გარემოცვის წევრებმა ყურადღება გადაიტანეს ბოდუენის მიერ დასახელებულ მემკვიდრეებზე — სიბილაზე და იზაბელაზე. სიბილა იერუსალიმელი ბეთანიის მონასტერში იზრდებოდა, ხოლო იზაბელა ქალაქ ნაბლუსში ცხოვრობდა.

1176 წელს რაიმუნდ III-ის ინიციატივით სიბილა ცოლად გაჰყვა ვილჰელმ მონფერატელსლუი VII-ისა და ფრიდრიხ I ბარბაროსას ნათესავს. ვილჰელმს გადაეცა იაფისა და ასკალონის საგრაფო და იერუსალიმის სამეფოს ვასალური სახელმწიფო.

1177 წელს ბოდუენი სრულწლოვანი გახდა და შესაბამისად, აქტიურად ჩაება სახელმწიფო საქმეებში. გარკვეულ ხანში გადაწყვიტა ეგვიპტეში შეჭრა. 1176 წელს მუსლიმანთა ტყვეობიდან განთავისუფლდა რენო დე შატიიონი, რომელმაც 16 წელი გაატარა ალეპოს საპყრობილეში. ბოდუენმა იგი კონსტანტინოპოლში გაგზავნა, რათა იმპერატორთან მოლაპარაკება ეწარმოებინა კამპანიის დროს ბიზანტიის ფლოტის დახმარებასთან დაკავშირებით. ბიზანტიამ იერუსალიმის დასახმარებლად გაგზავნა 70 გალერისგან შემდგარი ესკადრა. ბოდუენი იმედოვნებდა, რომ რენო დე შატიიონი და ვილჰელმ მონფერატელი თავის თავზე აიღებდნენ ბრძოლას სალადინის წინააღმდეგ, თუმცა 1177 წელს მალარიით გარდაიცვალა ვილჰელმ მონფერატელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]