რენო დე შატიიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეინალდ დე შატიიონი აწამებს ანტიოქიის პატრიარქს, XIII საუკუნის ხელნაწერი, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

რენო დე შატიიონი (ფრანგ. Renaud de Châtillon; გ. 4 ივლისი, 1187) — ანტიოქიის მეფის უმცროსი შვილი, რომელმაც შატიიონის ციხესიმაგრე მდიდარი ქვრივის ცოლად მოყვანით ჩაიგდო ხელში. აქტიურად მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში და საკმაო წარმატებასაც აღწევდა მანამ, სანამ მან არ გადაწყვიტა შეჭრილიყო ქრისტიანებით დასახლებულ კვიპროსზე. მან გაქურდა და ააოხრა კვიპროსი და მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის შემდეგ დატოვა იგი. აღსანიშნავია, რომ მან მოიხმო იქ მყოფი ყველა სასულიერო პირი და ცხვირები დააჭრა. ამგვარი მოქცევა რენოს ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. როდესაც ამ ბარბაროსობის შესახებ იერუსალიმის მეფე ბოლდუინ IV-მ შეიტყო, მან რენო ციხეში გამოკეტა, 16 წლის შემდეგ კი იერუსალიმის მომდევნო მეფემ გი დე ლუზინიანმა გაათავისუფლა. რენომ ისევ მდიდარ ქვრივზე ქორწინებით ჩაიგდო ხელში კარაკის ძლევამოსილი ციხესიმაგრე. ამის შემდეგ მან დააყაჩაღა ქარავანი, სადაც იყო სულთან სალადინის და იყო. მან სამი დღის გაუპატიურების შემდეგ მოკლა სალადინის და, ხოლო შემდეგ უარი უთხრა სალადინს მისი დის სხეულის გადაცემაზე. სალადინმა ყურანზე დაიფიცა რომ თავისი ხელით მოკლავდა რენოს და შეასრულა თავისი დანაპირები, როდესაც ტყვედ ჩაიგდო იგი.