შინაარსზე გადასვლა

ზეპ ბლატერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბლატერი, იოზეფ)
ზეპ ბლატერი
ზეპ ბლატერი
ფიფას მე-8 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივნისი, 1998 – 21 დეკემბერი, 2015
წინამორბედიჟუან აველანჟი
მემკვიდრეისა ჰაიატუ (მ.შ.)
ჯანი ინფანტინო

დაბადებული21 ივნისი, 1936 (1936-06-21) (88 წლის)
ვისპი, შვეიცარია
მოქალაქეობაშვეიცარია
ხელმოწერა


იოზეფ „ზეპ“ ბლატერი (გერმ. Joseph "Sepp" Blatter; დ. 10 მარტი 1936, ფისპი, ვალისი, შვეიცარია) — ფიფა-ს პრეზიდენტი 1998-2015 წლებში.

დაიბადა 1936 წლის 10 მარტს. არის განქორწინებული. ჰყავს ერთი ქალიშვილი. 1956 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ქალაქ ლოზანაში. ამავე წელს გაწევრიანდა შვეიცარიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში. 1948–1971 წლებში ასპარეზობდა ერთ–ერთ შვეიცარულ სამოყვარულო საფეხბურთო კლუბში. 1962 წელს დაიწყო მუშაობა ერთ–ერთ შვეიცარულ ტურისტულ ფირმაში. 1964 წელს გახდა შვეიცარიის ჰოკეის ასოციაციის გენერალური მდივანი. 1972 წელს, როგორც Longines–ის წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში. 1975 წელს დაინიშნა ფიფას ტექნიკურ დირექტორად. 1981 წელს ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა, იგი დაამტკიცა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 1998 წელს ბლატერმა მოუგო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები უეფას მაშინდელ პრეზიდენტ ლენარტ იუჰანსონს და გახდა ფიფას პრეზიდენტი. 1999 წელს გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. 2001 წელს აგორდა სკანდალი, რომელიც გამოიწვია ფიფას პარტნიორი კომპანიის ISL/ISMM–ის გაკოტრებამ. ბლატერის სახელი მეორედ დიდ სკანალში გაეხვა 2010 წლის დეკემბერში, როდესაც გამოაცხადეს, რომ ფიფას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა არა ინგლისი (როგორც უმეტესობა ელოდა), არამედ რუსეთის ფედერაცია იქნება.

2015 წლის 29 მაისს ჩატარდა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ორგანიზაციის მოქმედმა პრეზიდენტმა 209 დელეგატიდან 133 ხმა მიღო, მისმა მეტოქემ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა კი 73 ხმა. რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების ორი მესამედი ვერ მიიღო, არჩვენების მეორე ტური დაინიშნა, თუმცა, პრინცმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო სკანდალი უძღოდა წინ. 27 მაისს ფიფას ოფიციალური პირები შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგრედო; კოსტა რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი. არჩევნების მეორე ტურში კვლავ მოქმედი პრეზიდენტის არჩევამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ფიფას ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო განაცხადა: "არ შეიძლება ორგანიზაციის მიმართ არსებობდეს ამ დონის ბრალდებები კორუფციაში და პრეტენზია გქონდეს, რომ ადამიანი, რომელიც მართავს ორგანიზაციას, არის შესაფერისი. ცხადია, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ლამაზი თამაშის საშინელი მხარე, ამიტომ ის უნდა წავიდეს და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი".

იოზეფ ბლატერს პოსტის დატოვება ურჩია უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.

2015 წლის 2 ივნისიდან იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, გადადგა რა დაკავებული თანამდებობიდან.

  • საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (საფრანგეთი)
  • 1–ლი კლასის ფრანცისკო მირანდას ორდენი (ვენესუელა)
  • ნაციონალური ორდენის კომანდორი (ჯიბუტი)
  • ორი ნილოსის ორდენი (სუდანი)
  • რესპუბლიკის ორდენის დიდი ჯვარი (ტუნისი)
  • ალაუიტების სატახტო ორდენის დიდი ლენტა (მაროკო)
  • 1–ლი კლასის დამოუკიდებლობის ორდენი (იორდანია)
  • კეთილი იმედის ორდენი (სამხრეთ აფრიკა)
  • ოლივერ ტამბოს კომპანიონთა ორდენი (სამხრეთ აფრიკა)
  • მეგობრობის ორდენი (უზბეკეთი)
  • ორდენი "დანაკერ" (ყირგიზეთი)
  • ორდენი "დოსტიკ" (ყაზახეთი)
  • ორდენი "პოლარული ვარსკვლავი" (მონღოლეთი)
  • მე–5 ხარისხის თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი (უკრაინა)
  • ორდენი "დამსახურებისათვის" 1–ლი ხარისხი (უკრაინა)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: