დანიელ ბარლი ვულფოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ბარლი ვულფოლი
ინგლ. Daniel Burley Woolfall
დაბ. თარიღი 15 ივნისი, 1852(1852-06-15)
დაბ. ადგილი ბლექბერნი
გარდ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1918(1918-10-24) (66 წლის)
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფეხბურთის მწვრთნელი, პოლიტიკოსი და ფეხბურთელი

დანიელ ბარლი ვულფოლი (ინგლ. Daniel Burley Woolfall; დ. 25 ივნისი, 1852 — გ. 24 ოქტომბერი, 1918) — ფიფა-ს მეორე პრეზიდენტი. ეს თანამდებობა ეკავა 1906-1918 წლებში. ეროვნებით ინგლისელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიფა-ს პრეზიდენტად არჩევამდე, ვულფოლი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მისი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა ინგლისური საფეხბურთო კლუბები და ფრანგულ საფეხბურთო კლუბთა ნაწილი, რომლებიც იმ პერიოდში ამ ასოციაციაში შედიოდნენ. დანიელ ბარლი ვულფოლი დაკავებული იყო ფეხბურთის წესების უფრო დახვეწით და ამ წესებში იმ დროს არსებული ხარვეზების აღმოფხვრით. 1908 და 1912 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში. ვულფოლმა აგრეთვე შეიმუშავა ფიფა-ს მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელთა ნაწილი დღესაც ძალაშია. საერთაშორისო შეჯიბრებები გაყო კლუბურ და სანაკრებო ტურნირებად. ფიფა-ს წევრთა მონაწილეობა სხვა კომერციული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ტურნირებში სასტიკად იკრძალებოდა.

ვულფოლი აქტიურად ცდილობდა ფიფა-ს ზეგავლენის გაზრდას. მისი მეცადინეობით ფიფა-ში გაწევრიანება დაიწყეს არაევროპულმა ქვეყნებმა.

დანიელ ბარლი ვულფოლი გარდაიცვალა 1918 წელს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]