ბეი-ოვ-პლენტის რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| მსხვილი ქალაქები | ტაურანგა როტორუა ფაკატანე |
| მშპ (2003) | US$6,689 მლრდ |
| მოსახლეობა (2011) | 277 100 კაცი |
| ფართობი | 12 231 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Bay of Plenty Region | |
ბეი-ოვ-პლენტი (ინგლ. Bay of Plenty; მაორ. Te Moana-a-Toi) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულზე. მდებარეობს თავისივე სახელობის ყურის გარშემო. ამ ყურეს სახელი ჯეიმს კუკმა უწოდა, მას შემდეგ, რაც მიმდებარე მაორის სოფლებში საკვები პროდუქტების სიუხვე შენიშნა. საპირისპიროდ სხვა მოვლენისა, რა დროსაც მან ყურეს პოვერტი-ბეი უწოდა.
2006 წლის აღწერის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 257 379 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივა ის ქვეყანაში სიდიდით მეხუთეა, ფართობის მხრივ კი მე–11. რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ამ მხრივ ბეი-ოვ-პლენტი ქვეყანაში მესამეა. უდიდესი ქალაქებია ტაურანგა, როტორუა და ფაკატანე. ამავე დროს, რეგიონი ერთ–ერთი ყველაზე სწრაფადმზარდია ახალ ზელანდიაში: 2001–2006 წლებში მოსახლეობა 7,5%–ით გაიზარდა. მათ შორის, უფრო დიდი ზრდა შეინიშნებოდა დასავლეთ ნაწილსა და სანაპირო ზოლზე.
რეგიონში განვითარებულია მებაღეობა, მეტყევეობა და ტურიზმი. რეგიონის ეკომონიკა მესამე ყველაზე განვითარებულია ქვეყანაში. ეკონომიკურად ნაკლებგანვითარებულია რეგიონის აღმოსავლეთი რაიონები.[1]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Environment Bay of Plenty
- Bay of Plenty Times – regional newspaper
- Bay of Plenty in Te Ara the Encyclopedia of New Zealand
- Bay of Plenty Area Information
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Environment Bay of Plenty (September 2004). Bay of Plenty Regional Land Transport Strategy pp. 15–32. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-04-11-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-02-28.