სტატუს-კვო
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სტატუს-კვო}} |
სტატუს-კვო (ლათ. Status quo) ლათინური ტერმინია და ნიშნავს აწმყო, მიმდინარე არსთა, ურთიერთობათა, საგანთა მდგომარეობას. სტატუს-კვო შენარჩუნება ნიშნავს საქმეთა, საგანთა შენარჩუნებას ისე, როგორც ისინი ამჟამადაა. შედარებისთვის "სტატუს-კვო ანტე" ნიშნავს საგანთა მდგომარეობას ისე, როგორც იყო ადრე.
სტატუს-კვოს კონცეფცია მოდის დიპლომატიური ტერმინიდან "სტატუს-კვო ანტე ბელუმ" (status quo ante bellum), რაც ნიშნავს - "როგორც იყო ომამდე" - მიუთითებს მოწინააღმდეგის ჯარების გაყვანას და ძალთა ბალანსის ომამდელ მდგომარეობაში აღდგენას.
არგუმენტი სტატუს-კვო შენარჩუნებაზე ხშირად მოიაზრება დიდი, რადიკალური ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის კონტექსტში. ტერმინი ხშირად მიუთითებს მნიშვნელოვან საკითხთა, როგორიცაა საზოგადოებისა ან ერის მიმდინარე სოციალურ-კულტურული კლიმატის, სტატუსზე.
ტერმინს ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები. ხშირად არსებობს მიზანმიმართული გაურკვევლობის პოლიტიკა, როცა გარკვეული სიტუაციის ფორმალიზების ნაცვლად მიუთითებენ სტატუს-კვოზე. პოლიტიკური გაურკვევლობის მაგალითია ტაივანის პოლიტიკური სტატუსი. ამასთან დაკავშირებით კლარკ კერს უთქვამს: "სტატუს-კვო არის ერთადერთი გამოსავალი რომელზეც ვეტოს დადება შეუძლებელია", გულისხმობდა რა, რომ სტატუს-კვოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია; მის შესაცვლელად რაიმე ქმედებაა მისაღები.
ხშირად სპეციფიური დაწესებულებები იქმნება რათა აქტიურად შენარჩუნდეს სტატუს-კვო. მაგ. გაეროს შექმნის მიზანი იყო შენარჩუნებულიყო მშვიდობიანი საერთაშორისო სტატუს-კვო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა.
სტატიის