ბარი გიბი
| ბარი გიბი | ||
|---|---|---|
ბარი გიბი 1973 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ბარი ალან კრომპტონ გიბი | |
| დაიბადა | 1 სექტემბერი, 1946 | |
| დაბადების ადგილი | მენის კუნძული, ბრიტანეთი | |
| წარმოშობის ადგილი | ბრისბენი, ავსტრალია | |
| ჟანრ(ებ)ი | პოპი, როკი, სოფტ როკი, დისკო, ფანკი, ქანთრი | |
| საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა | |
| აქტიური | 1958–2012 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Polydor, MCA | |
| ასოციაციები | ბი ჯიზი | |
| საიტი | barrygibb.com | |
ბარი ალან კრომპტონ გიბი (დ. 1946 წლის 1 სექტემბერს) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და ყველაზე უფროსი ძმები გიბებიდან. დაიბადა მენის კუნძულზე, ინგლისელების ოჯახში.
ძმებთან, რობინ და მორის გიბებთან ერთად მან დააარსა ჯგუფი ბი ჯიზი, რომელიც იქცა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მუსიკალურ კოლექტივად. მათი უმცროსი ძმა, ენდი, ასევე იყო მომღერალი. ტრიომ მოღვაწეობა ავსტრალიაში დაიწყო, მაგრამ წარმატების შემდეგ ინგლისში გადაინაცვლა.
ფალცეტოთი ცნობილი ბარი გიბი, ისევე როგორც ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, რეკორდსმენია ბილბორდის ცხელ ასეულში ერთმანეთის თანმიმდევრობით მოხვედრილი სინგლების რაოდენობით. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მას უკავია მეორე ადგილი სიმღერების ყველაზე წარმატებული ავტორების სიაში, პოლ მაკ-კარტნის შემდგომ.[1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბარი გიბის ოფიციალური გვერდი
- ბი ჯიზის ოფიციალური გვერდი
- ბარი გიბი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Smith, Steve. First Abba song in 18 years and Hollywood honors McCartney. SGVTribune.com. წაკითხვის თარიღი: 16 April 2012.