ბალბა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალბა
Malva sylvestris
Malva sylvestris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ბალბისებრნი
გვარი: ბალბა
ლათინური სახელი
Malva
დაცვის სტატუსი

ბალბა (Malva), ერთ-, ან ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. აქვს 10-100 სმ სიმაღლის სწორი, გართხმული ან წამოწეული ღერო, მომრგვალო-თირკმლისებრი, ოდნავ დანაკვთული, იშვიათად თათისებრ განკვეთილი გრძელყუნწიანი ფოთლები და მარტოული ან კონებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები. 40-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, იშვიათად სუბრტოპიკულ სარტყლებში. საქართველოში, მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე, იზრდება 5 სახეობა. მათგან Malva silvestris და Malva neglecta მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული, Malva erecta და Malva ambigua - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, Malva pusilla - აფხაზეთსა და ბორჯომში. ბალbის ზოგიერთი სახეობის (Malva silvestris) ყვავილებსა და ფოთლებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, ხმარობენ მხალად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 168, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე