ბაბილონ 5

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ბაბილონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაბილონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბაბილონ 5
ბაბილონ 5.jpg
ფორმატი სამეცნიერო ფანტასტიკა
კოსმოსური ოპერა
ავტორი მაიკლ სტრაჟინსკი
მონაწილეობენ

ბრიუს ბოქსლეიტნერი
მაიკლ ოჰარა
კლაუდია კრისტიანი
ჯერი დოილი
მირა ფალრანი
რიჩარდ ბიგსი
ანდრეა ტომპსონი
ბილ მემი
ჯეისონ კარტერი
ტრეისი სკოგინსი
სტეფენ ფარსთი
პატრიცია ტალმანი

პიტერ ჯურასიკი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 5
ეპიზოდი 110 (+6 ფილმი)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი მაიკლ სტრაჟინსკი
დაგლას ნეტერი
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი

PTEN (1994–1997)

TNT (1998)
პირველად ეთერში 22 თებერვალი 1993
უკანასკნელად ეთერში 25 ნოემბერი 1998
ბმულები
ოფიციალური საიტი

ბაბილონ 5 (ინგლ. Babylon 5) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, შექმნილი პროდიუსერ მაიკლ სტრაჟინსკის მიერ.

სერიალმა მიიღო რამდენიმე პრემია, მათ შორის ჰიუგო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის[1].

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება]

სერიალი შედგება 5 სეზონისგან, რომელთაგან თითოეული მოიცავს 22 სერიას.

სიუჟეტის ცენტრში იმყოფება კოსმოსური სადგური ბაბილონ 5[2], რომელიც აგებულია დიპლომატიული მიზნებისთვის. მისი დანიშნულებაა სხვადასხვა რასებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა ბაბილონ 5 ხშირად ხვდება პოლიტიკური ინტრიგებისა და კონფლიქტების ცენტრში და საბოლოოოდ ჩათრეული აღმოჩნდება ფართომაშტაბიან კონფლიქტში.

სტრაჟინსკის სურდა შეექმნა სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალი უფროსებისთვის[3]. ეს არ იყო უტოპიური მომავალი, აქ არიან მდიდრები და ღარიბები. ეს არ არის ადგილი სადაც ყოველი დღე ერთნაირად იწყება: გმირები იზრდებიან, ვითარდებიან, ცხოვრობენ და იღუპებიან.

სერიალების უმრავლესობისგან განსხვავებით ბაბილონ 5 ჩაფიქრებული იყო როგორც რომანი გამოკვეთილი დასაწყისით და დასასრულით. სერიალთან დაკავშირებული წიგნები, კომიქსები და მოთხრობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიუჟეტში.

სერიალის მთელი სიუჟეტი მოფიქრებული იყო გადაღების დაწყებამდე, რამაც შემქმნელებს საშუალება მისცა შეემცირებინათ ხარჯები კოსტუმებსა და დეკორაციებზე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

სერიალის დასაწყისში წარმოდგენილია 5 ძირითადი ცივილიზაცია: დედამიწის ალიანსი, მინბარი, ნარნი, ცენტავრი და ვარლონი. ჩრდილები და მათი მოკავშირეები გამოჩნდნენ მოგვიანებით.

პირველი სამი სადგური (ბაბილონი, ბაბილონ 2 და ბაბილონ 3) განადგურდნენ მშენებლობის დამთავრებამდე საბოტაჟის შედეგად. ბაბილონ 4 გაუჩინარდა ამუშავებიდან 24 საათში[4]

სერიალის სახელწოდება მომდინარეობს სადგურიდან ბაბილონ 5, რომელიც მდებარეობს ეფსილონ ერიდანის სისტემაში[5]. იგი 5 მილის (8.04672 კმ.) სიგრძისაა. სადგურის საცხოვრებელ რაიონებში შექმნილია სხვადასხვა რასებისთის შესაფერისი პირობები[6].

სერიალი გრძელდება ხუთი სეზონის მანძილზე, მოქმედება მიმდენარეობს 2258–2262 წლებში.

10 წლით ადრე დედამიწასა და მინბარს შორი მიმდინარეობდა ომი. მიუხედავად იმისა რომ მინბარმა უფრო განვითარებული ტექნილოგიების წყალობით მოიპოვა უპირატესობა ბრძოლაში, მოულოდნელად მათ შეწყვიტეს ბრძოლა და გამოაცხადეს კაპიტულაცია.

სეზონი 1 (2258 წელი)[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„It was the dawn of the third age of mankind – ten years after the Earth-Minbari War. The Babylon Project was a dream given form. Its goal: to prevent another war by creating a place where humans and aliens could work out their differences peacefully. It's a port of call – home away from home – for diplomats, hustlers, entrepreneurs, and wanderers. Humans and aliens wrapped in two million five hundred thousand tons of spinning metal… all alone in the night. It can be a dangerous place, but it's our last best hope for peace. This is the story of the last of the Babylon stations. The year is 2258. The name of the place is Babylon 5. “
ვიკიციტატა (ქართული)
„ეს იყო კაცობრიობის მესამე ერის დასაწყისი. 10 წლის შემდეგ დედამიწა მინბარის ომიდან. პროექტი „ბაბილონი“ იყო ჩვენი ოცნებების ხორცშესხმა. მისი მიზანი — არ დაუშვას ახალი ომი. ეს არის ადგილი სადაც ადამიანებს და უცხოპლანეტელებს მშიდობიანად შეუძლიათ მოაგვარონ თავიანთი უთანხმოებები. იგი იქცა სახლად დიპლომატებისთვის, ბიზნესმენებისა და მოგზაურებისთვის. ადამიანები და უცხოპლანეტელები ორნახევარი მილიონი ტონა მეტალის გარსში, მარტო კოსმოსის წყვდიადში. ეს ადგილი შეიძლება იყოს სახიფათო, მაგრამ ეს ჩვენი უკანასკნელი იმედია მშვიდობაზე. ეს არის „ბაბილონის“ უკანასკნელი სადგურის ისტორია. წელი: 2258. მოქმედების ადგილი: ბაბილონ 5. “

2258 წელს ჯეფრი სინკლერი დაინიშნა ბაბილონ 5-ის მეთაურად. სეზონის მანძილზე იგი ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა ბრძოლის ველზე, როდესაც იგი ტყვედ აღმოჩნდა მინბარელებთან. როგორც მოგვიანებთ ირკვევა მისი დაკითხვისას მინბარებმა მივიდნენ იმ აზრამდე რომ დედამიწელებში გადმოსულია მათი წინაპრების სულები. სწორედ ამის გამო შეწყვიტეს მათ ომი.

სინკლერი თანდათან არკვევს რომ მინბარის სელჩი დელენი სინამდვილეში ნაცრისფერი საბჭოს წევრია, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს მინბარზე. 2258 წლის მიწურულს იგი იწყებს ტრანსფორმაციას ადამიანისა და მინბარელის ჰიბრიდში, მისი განცხადებით იმისთვის რათა დააკავშიროს ორი რასა ერთმანეთთან.

იმავდროულად დედამიწის ალიანსის პრეზიდენტი ლუის სანტიაგო გაურკვეველ ვითარებაში იღუპება.

ასევე იძაბება ურთიერთობა ნრნსა და ცენტავრს შორის მას შემდეგ რაც ნარნი თავს ესხმის ცენტავრის კოლონიას. მოგვიანებით ნარნის ბაზას ანადგურებს უცნობი ძალა.

სეზონი 2 (2259 წელი)[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„The Babylon Project was our last, best hope for peace. A self-contained world five miles long, located in neutral territory. A place of commerce and diplomacy for a quarter of a million humans and aliens. A shining beacon in space, all alone in the night. It was the dawn of the Third Age of Mankind… the year the Great War came upon us all. This is the story of the last of the Babylon stations. The year is 2259. The name of the place is Babylon 5 “
ვიკიციტატა (ქართული)
„ბაბილონი იყო ჩვენი უკანასკნელი იმედი მშვიდობაზე. 5 მილი სიგრძის სამყარო, განლაგებული ნეიტრალურ ტერიტორიაზე. დიპლომატიისა და ვაჭრობის ადგილი მეოთხედი მილიონი ადამიანისა და უცხოპლანეტელისთვის. შუქურა კოსმოსის წყვდიადში. იწყებოდა კაცობრიობის მესამე ერა. წელი, როდესაც ჩვენ თავს ჩამოწვა ომის საშიშროება. ეს არის ისტორია უკანასკნელზე ბაბილონის სადგურებიდან. წელი: 2259. მოქმედების ადგილი: ბაბილონ 5. “

2259 წლის დასაწყისში ჯეფრი სინკლერი შეცვალა კაპიტანმა ჯონ შერიდანმა სადგურის მეთაურის პოსტზე. იგი იძიებს პრეზიდენტ სანტიაგოს დაღუპვას. იქმნება კონფლიქტური სიტუაცია ბაბილონ 5-ს გუნდსა და ფსი კორპუსს შორის, რომელიც აკონტროლებს ტელეპათებს. ირკვევა რომ კომანდერი ივანოვა ფარული ტელეპათია, რომელიც თავს არიდებს ფსი კორპუსში რეგისტრაციას.

როგორც ირკვევა ბოლო დროის უცნაური მოვლენების უკან (მათ შორის ნარნის ბაზის განადგურება) დგანან ჩრდილები, ძალიან ძველი და ძლიერი რასა. ცენტავის ელჩი ლონდო მოლარი ღებულობს მათგან დახმარებას ნარნთან ბრძოლაში ვინმე მორდონის შუამავლობით. ცენტავრის იმპერატორი რომელიც ნარნთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე იყო იღუპება ბაბილონ 5-ზე სტუმრობისას. შეთქმულები, მათ შორის ლონდო მოლარი და რეფა თავის ხელში იღებენ ხელისუფლებას. ისინი თავს ესხმიან ნარნს, რის შედეგადაც მათ შორის იწყება ომი. წლის ბილოს პრეზიდენტი კლარკი სულ უფრო ტოტალიტარულ ქმედებებზე გადადის და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. ასევე ირკვევა რომ ვარლონები და ჩრდილები ერთმანეთის უძველესი მტრები არიან. ბაბილონ 5 აღმოჩნდება ჩართული ბრძოლაში ჩრდილების წინააღმდეგ.

სეზონი 3 (2260 წელი)[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„The Babylon Project was our last, best hope for peace. It failed. But, in the Year of the Shadow War, it became something greater: our last, best hope… for victory. The year is 2260. The place: Babylon 5. “
ვიკიციტატა (ქართული)
„პროექტი ბაბილონი იყო ჩვენი უკანასკნელი იმედი მშვიდობაზე, იმედი არ გამართლდა. მაგრამ ჩრდილებთან ბრძოლაში იგი იქცა ჩვენს უკანასკნელ იმედად გამარჯვებაზე. წელი: 2260. მოქმედების ადგილი: ბაბილონ 5 “

ფსი კორპუსი და პრაზიდენტ კლარკის მთავრობა პოულობს ჩრდილების ხომალდს და იწყებენ მათი ტექნოლოგიების გამოყენებას. კლარკის ადმინისტრაცია ხდება კიდევ უფრო ტოტალიტარული, იგი იყენებს ინციდენტს და აცხადებს საომარ მდგომარეობას. ეს იწვევს აჯანყებას მარსზე. ბაბილონ 5 ასევე აცხადებს დამოუკიდებლობას რამდენიმე კოლონიასთან ერთად. დედამიწის ალიანსი ცდილობს ძალით დაიბრუნოს ბაბილონ 5, მაგრამ მინბარის ჩარევის გამო ვერ ახერხებს.

ცენტავრის ელჩი ლონდო მოლარი უკმაყოფილოა იმით რომ მის სამშობლოში იზრდება ჩრდილების გავლენა. იგი ცდილობს გაწყვიტოს მათთან კავშირი.მორდონი მოტყუებით ახერხებს თანამშრომლობის გაგრძელებას.

როგორც ცნობილი ხდება ადამიანთა ტელეპათიის წყარო ვარლონთა გენეტიკური მანიპულაციებია. ასევე ირკვევა რონ ჩრდილების ხომალდები დაუცველია ტელეპათიური შეტევის წინააღმდეგ. ელში კოშ ნარანეკი მოკლულ იქნა ჩრდილების მიერ.

კომანდერი ჯეფრი სინკლერი ბრუნდება ბაბილონ 5-ზე რათა დაეხმაროს შერიდანს, დელენს, ივანოვას და მარკუსს. ისინი აგზავნიან ბაბილონ 4-ს 1000 წლით უკან რათა იგი გამოყენებულ იქნას ბაზად წინა ომში ჩრდილების წინააღმდეგ. განიცდის რა ისეთივე ტრანსფირმაციას როგოც დელენი პირველი სეზონის ბოლოს, სინკლერი გარდაიქმნება მინბარელად.

შერიდანის ცოლი რომელიც დაღუპულად ითვლებიდა გამოჩნდა და ემსახურება ჩრდილებს. შერიდანი მიდის პლანეტაზე ზაჰადუმ, რომელიც ჩრდილების მშობლიური პლანეტაა. ჩრდილები აპირებენ მის გადაბირება მაგრამ იგი ახდენს აფეთქებას როგორც კამიკაძე და ანადგურებს მათ უდიდეს ქალაქს. გარიბალდი ბრძოლაში უგზო-უკვლოდ იკარგება.

სეზონი 4 (2261 წელი)[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„It was the year of fire… the year of destruction… the year we took back what was ours. It was the year of rebirth… the year of great sadness… the year of pain… and the year of joy. It was a new age. It was the end of history. It was the year everything changed. The year is 2261. The place: Babylon 5 “
ვიკიციტატა (ქართული)
„ეს იყო ცეცხლის, ნგრევის წელი, წელი როდესაც ჩვენ დავიბრუნეთ ის რაც ჩვენი იყო. ეს იყო წელი აღორძინების, წელი დიდი მწუხარების... წელი ტკივილის... წელი სიხარულის. ეს იყო ახალი ერა, ისტორიის დასასრული. წელი 2261, მოქმედების ადგილი: ბაბილონ 5. “

2261 წელს ვარლონი ჩაერთო ომში ჩრდილების წინააღმდეგ ომში, მაგრამ მათ ჰქონდათ საკუთარი ტაქტიკა. ისინი ანადგურებდნენ მთელ პლანეტებს თუ ფიქრობდნენ რომ ისინი ჩრდილების გავლენის ქვეშ იყვნენ. ამ მოქმედებით შეშფოთებული ბაბილონ 5 და სხვა რასები გაერთიანდნენ მათ (ჩრდილების და ვარლონების) წინააღმდეგ. ჯონ შერიდანი დაბრუნდა სადგურზე პლანეტა ზაჰადუმიდან გაქცევის შემდეგ. მას ახლავს უცნაური არსება სახელად ლორიენი რომელიც ამტკიცებს რომ პირველი ცოცხალი არსებაა გალაქტიკაში. შერიდანის დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე მაიკლ გარიბალდი გათავისუფლებულ იქნა და დაბრუნდა სადგურზე, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში.

ცენტავრის იმპერატორმა კარტაგიამ დაამყარა კავშირი ჩრდილებთან. ლონდო მოლარიმ მოაწყო იმპერატორის მკვლელობა და გაწყვიტა ურთიერთობა ჩრდილებთან. ლონდომ მოკლა მორდონი და გაანადგურა ჩრდილების ბაზა ცენტავრზე რათა თავიდან აეცილებინა ვარლონის მიერ ცენტავრის განადგურება. სხვა ძველი და ახალი რასების დახმარებით შერიდანი ითრევს ვარლონაბს და ჩრდილებს მაშტაბურ ბრძოლაში. სადაც ირკვევა რომ ისინი იყვნენ დატოვებული როგორც დამცველები ახალგაზრდა რასებისთვის, მაგრამ განსხვავებული ფილოსოფიის გამო მათ შორის დაიწყო გაუთავებელი ომები. ახალგაზრდა რასები უარს ამბობენ მათ ჩარევაზე და ვარლონები და ჩრილები, პირველებთან ერთად თანხმდებიან დატოვონ გალაქტიკა და მისცენ ახალგაზრდა რასებს საშუალება თავად იპოვონ საკუთარი გზა.

გარიბალდი ტოვებს თანამდებობას და იწყებს მუშაობას როგორც „ინფორმაციის მიმწოდებელი“. ის მუშაობს უილიამ ედგარსთან, რომელიც დაქორწინებულია გარიბალდის ყოფილ შეყვარებულზე. ამავდროულად მას ურთიერთობა ეძაბება შერიდანთან და იგი ტოვებს სადგურს.

მინბარზე ხდება სამოქალაქო ომი მეომარ და რელიგიურ კასტებს შორის. დელენი ხვდება ნერონს მეომართა კასტიდან და ეუბნება რომ არც ერთმა მხარემ არ შეიძლება გაიმარჯვოს. დელენი ეუბნება მას რომ აპირებს ჩაატაროს რიტუალი და საკუთარი თავი მსხვერპლად შესწიროს, თუმცა იგი არ მიიყვანს რიტუალს ბოლომდე. როდესაც ნერონი ხვდება რომ დელენი აპირებს ბოლომდე დაასრულოს რიტუალი, იგი გადაარჩენს მას და თავის თავს შესწირავს მის მაგივრად. იგი ამბობს რომ მართალია დაიბადა მეომართა კასტაში მაგრამ სულიერად ეკუთვნის რელიგიურ კასტას.

დედამიწასა და ბაბილონ 5-ს შორის გრძელდება კონფლიქტი. გარიბალდი ეხმარება შერიდანის შეპყრობაში რატა მოიპოვოს ერგარსის ნდობა და გაიგოს მისი გეგმები. ის იგებს რომ ერგარსმა შექმნა ვირუსი რომელიც სახიფათოა მხოლოდ ტელეპათებისთვის. ასევე ირკვევა რომ გარიბალდი გაიტაცა ფსი კორპუსმა ჯერ კიდევ მესამე სეზონში და გადაპროგრამებული ბესტერის მიერ რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია საჭირო დროს. ბესტერი ხსნის პროგრამირებას და გარიბალდი იხსენებს ყველაფერს რაც გააკეთა გატაცების მერე. ედგარსი მოკლულია, მისი ცოლი კი ქრება, თუმცა ომის დამთავრების შემდეგ ხვდება გარიბალდის. გარიბალდი ეხმარება შერიდანს გათავისუფლებაში და უბრუნდება დედამიწის განთავისუფლების კამპანიას. ალიანსი ბაბილონ 5-ს მეთაურობით ანთავისუფლებს დედამიწას პრეზიდენტ კლარკისგან. მარსი ღებულობს დამოუკიდებლობას. შემოუერთებელ მსოფლიოთა ლიგა გარდაიქმნება ვარსკვლავთშორის ალიანსად და შერიდანს ირჩევენ მის პირველ პრეზიდენტად. ბრძოლისას სიუზან ივანონა მძიმედ იჭრება და რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მარკუსი პოულობს უცხოპლანეტურ აპარატს რომელიც მეორე სეზონის დასაწყისში გამოყენებულ იქნა გარიბალდის გადა სარჩენად და იყენებს მას რათა გადასცეს თავისი სასიცოცხლო ენერგია ივანოვას.

სეზონის ფინალში ნაჩვენებია ისტორია 100, 500, 1000 და მილიონი წლის შემდეგ. წარმოჩენილია ბაბილონ 5-ის მოქმედება ისტორიაზე.

სეზონი 5 (2262 წელი)[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„And so it begins. There is a hole in your mind. What do you want? No one here is exactly what he appears. Nothing's the same anymore. Commander Sinclair is being reassigned. Why don't you eliminate the entire Narn homeworld while you're at it? I see a great hand, reaching out of the stars. Who are you? President Clark has signed a decree today declaring martial law. These orders have forced us to declare independence. Weapons supplies. Unless your people get off your encounter-suited butts and do something. You are the One who was. If you go to Z'ha'dum, you will die. Why are you here, do you have anything worth living for? I think of my beautiful city in flames. Like giants in the playground. NOW GET THE HELL OUT OF OUR GALAXY. We are here to place President Clark under arrest. “
ვიკიციტატა (ქართული)
„დაიწყო... რა გსურს შენ? აქ არავინ არ არის ისეთი როგორიც ჩანს. არაფერი აღარაა ისე, როგორც ადრე. კომანდერი სინკლერი გამოხმობილია. რატომ არ გაანადგურებთ ნარნებს? მე ვხედავ ხელს ვარსკვლავებს მიღმა. ვინ ხარ შენ? დღეს პრეზოდენტმა კლარკმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამან გვაიძულა გამოგვეცხადებინა დამოუკიდებლობა. თუ თქვენ არ გამოხველთ სკაფანდრებიდან და არ კააკეტებთ არაფერს... თუ წახვალ ზაჰადუმზე, შენ დაიღუპები. რატომ ხარ აქ? გაქვს რამე, რისთვისაც ღირს ცხოვრება? მე ვფიქრობ ცეცხლში გახვეულ ჩემს მშვენიერ ქალაქზე. მოშორდით ჩვენი გალაქტიკიდან! ჩვენ აქ ვართ იმისთვის რათა დავაპატიმროთ პრეზიდენტი კლარკი. წელი: 2262. მოქმედების ადგილი: ბაბილონ 5. “

2262 წელს დედამიწის შეიარაღებული ძალების მეთაური ელიზაბეთ ლოქლი დაინიშნა ბაბილონ 5-ის მეთაურად. სადგური ხდევა თავშესაფარი ფსი კორპუსიდან გამოქცეული ტელეპათებისთვის. ყოფილი ელჩი გ'კარი თავისდაუნებურად იქცევა რელიგიურ ფიგურად მისი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც დაწერა ტყვეობაში ყოფნისას.

ცენტავრი დაცარიელებულია ნარნის და დრაზის ხომალდების მიერ. ლონდო მოლარი ხდება იმპერატორი და ღებულობს დრაკხების მფარველობას პლანეტის განადგურების მუქარის ქვეშ. მოლარი ხდება დრახების მონა. გ'კარი კლავს მას. მოლარის მემკვიდდრე ხდება ვირ კოტო რომელიც თავისუფალია მათი გავლენისგან.

შერიდანი და დელენი ქორწინდებიან და გადადიან მინბარზე. გ'კარი რჩება ბაბილონ 5-ზე. მაიკლ გარიბალდი ქორწინდება და გადადის მარსზე. მთავარი გმირების უმრავლესობა ტოვებს ბაბილონ 5-ს.

19 წლის შემდეგ სიკვდილის პირზე მყოფი შერიდანი მიდის ბაბილონ 5-ზე რთა უკანასკნელად მოინახულოს იგი ექსპლუატაციიდან გასვლამდე.

მთავარი თემები[რედაქტირება]

სერიალის სიუჟეტი ვითარდება რამდენიმე ძირითადითემის ირგვლივ

წესრიგი ქაოსის წინააღმდეგ[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„Neither the Vorlons nor the Shadows saw themselves as conquerors or adversaries. Both believed they were doing what was right for us. And like any possessive parent, they'll keep on believing that until the kid is strong enough to stand up and say, 'No, this is what I want. “
ვიკიციტატა (ქართული)
„არც ერთი, არც ვარლონი და არც ჩრდილები არ თვლიან თავს დამპყრობლებად. ისინი ფიქრობენ რომ აკეთებენ იმას რაც უკეთესია ჩვენთვის, როგორც ყველა მზრუნველი მშობელი. ისინი ასე გააგრძელებენ მანამ, სანამ ბავშვი არ იქნება საკმაოდ ძლიერი რათა ადგეს და თქვას: არა, დღეიდან იქნება ისე, როგორც მე მინდა. “

დაპირისპირება წესრიგსა და ქაოსს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სერიალში. კონფლიქტი ორ ძველ რასას შორის წარმოდგენილია როგოეც ორი იდეოლოგიის დაპირისპირება. ვარლონი წარმოადგენს ავტორიტარულ ფილოსოფიას: თქვენ გააკეთებთ იმას რასაც ჩვენ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ასე გეუბნებით. მათი მთავარი კითხვაა: ვინ ხარ შენ? [8][9][10][11]. ჩრდილები წარმოადგენენ ფილოსოფიას ცეცხლით ევოლუციის შესახებ. კონფლიქტის დათესვა პროგრესის ხელშეწყობისთვის[12]. მათი მთავარი კითხვაა: რა გინდა შენ?[13] ვარლონისგან განსხვავებით ისინი წინა პლანზე აყენებენ პირად ამბიციებს[9][14] ეს კონფლიქტი დამთავრდა იმით რომ ახალგაზრდა რასებმა გამოავლინეს მათი „ჭეშმარიტი სახე“[7] და უარყვეს ორივე ფილოსოფია[9], რითაც დაიწყო ახალი ერა მათი ჩარევის გარეშე.

სერიალში ასევე ნაჩვენებია დაპირისპირება დედამიწასა და მის კილონიებს შორის[15] დედამიწის ალიანსი ხდება სულ უფრო ავტორიტარული და თანდათან გადადის დიქტატურაში. სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა გარე საფრთხეებისგან დაცვის საბაბით. საზოგადოება დარწმუნებულია რომ მისი მორალური დონე არ მისცემს საშუალება დამყარდეს დიქტატურა, სანამ უკვე გვიანი არ არის[16]. აჯანყება ბაბილონ 5-ის მეთაურობით აღადგენს დემოკრატიულ მმართველობას და აძლევს რეალურ ავტონომიას კოლონიებს.

ომი და მშვიდობა[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„What interests me, what I wanted to do with making this show, was in large measure to examine the issues and emotions and events that precede a war, precipitate a war, the effects of the war itself, the end of the war and the aftermath of the war. The war is hardware; the people are at the center of the story. “
ვიკიციტატა (ქართული)
„რაც მე მაინტერესებდა და მინდოდა მეჩვენებინა, ეს იყო მომენტები და ემოციები რომლებიც წინ უძღვიან ომს, ომის შედეგი და ომის შედეგები. ომი — ეს საფუძველია, ადამიანები ცხოვრობენ ამ ისტორიის ცენტრში. “

ბაბილონ 5-ის ისტორია მოიცავს არაერთ შეიარაღებულ კონფლიქტს:

  • მესამე მსოფლიო ომი, 2076-2084 წლებში. დედამიწის ალიანსი დაარსდა ამ ომის შემდეგ რათა მსგავსი რამ აღარ გამეორებულიყო.
  • პირველი ომი ნარნსა და ცენტავრს შორის. დამთავრდა 40 წლით ადრე სერიალში აღწერილ მოვლენებამდე.
  • დილგარის ომი — კონფლიქტი დილგარსა და შემოურთებელი მსოფლიოების ლიგას შორის, 2230 წელი.
  • ომი დედამიწასა და მინბარს შორის. 10 წლით ადრე სერიალში აღწერილ მოვლენებამდე.
  • მეორე ომი ნარნსა და ცენტავრს შორის, გაგრძელდა რამდენიმე სერიის მანძილზე.
  • ძველი კონფლიქტი ვარლონსა და ჩრდილებს შორის.
  • სამოქალაქო ომი მინბარზე, რეიგიურ და მეომართა კასტებს შორის.
  • სამოქალაქო ომი პრეზოდენტ კლარკის ტოტალიტარულ რეჟიმსა და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის, ბაბილონ 5-ის წინამძღოლობით.
  • ომი ვარსკვლავთშორის ალიანსსა და ცენტავრს შორის.
  • ომი დედამიწის ალიანსსა და დრას შორის.
  • ტელეპათების ომი.
  • ომი ცენტავრის გათავისუფლებისთვის დრაისგან.

მთელი ამ კონფლიქტების შემდეგ აღმოჩნდა რომ ყოფილი მოწინააღმდეგეები შრომობენ ერთად ახალი მომავლისთვის. (მაგალითად: რეინჯერები, დელენი და ნერუნი, დელენი და შერიდანი, ლონდო და გ'კარი, გარიბალდი და ლოქლი)

რელიგია[რედაქტირება]

ვიკიციტატები (ინგლისური)
„If you look at the long history of human society, religion — whether you describe that as organized, disorganized, or the various degrees of accepted superstition — has always been present. And it will be present 200 years from now… To totally ignore that part of the human equation would be as false and wrong-headed as ignoring the fact that people get mad, or passionate, or strive for better lives. “
ვიკიციტატა (ქართული)
„თუ გადახედავთ კაცობრიობის ხანგრძლივ ისტორია, რელიგია — ორგანიზებული, არაორგანიზებული თუ სხვადასხვა ცრურწმენების სახით, არსებობდა ყოველთვის. იგი იარსებებს 200 წლის შემდეგაც... “

რელიგია არის კაცობრიობის ისტორიის ყოველ მომენტში. იგი ასევე არის სამეცნიერო ფანტასტიკაში რომელიც აღწერს კაცობრიობის განვითარებას. სერიალის პერსონაჟებს აქვთ საკუთარი რელიგიური წარმოდგენები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიუჟეტზე. ბევრი თანამედრივე რელიგია კვლავ არსებობს. ქნისტიანობა, იუდაიზმი და სხვა, მათ შორის სრიელის ავტორთა მიერ გამოგონილი ფუნდამეტალიზმი[19].

დედამიწის რელიგიები უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის შემდეგ იძულებული იყვნენ შეწინააღმდეგებოდნენ ან ადაპტირებულიყვნენ[20][21].

უცხოპლანეტელ რასებს გააჩნიათ განსხვავებული რელიგიები. დაწყებული ცენტავრიანთა მრავალღმერთიანი სისტემიდან[22], დასრულებული ნარნთა და მინბართა რელიგიებით.[23].

მავნე ჩვევები[რედაქტირება]

პერსონაჯების მავნე ჩვევები დიდ როლს ასრულებენ სერიალში. გარიბალდის ჰქონდა პრობლემები ალკოჰოლთან, ლონდო მოლარი გატაცებულია აზართული თამაშებით. ექიმი ფრანკლინი შეეჩვია სინთეტიკულ სტიმულატორებს, ლოქლის ახალგაზრდობაში ჰქონდა ნარკოტიკული დამოკიდებულება.

სერიალში ხშირად ახსენებენ ნარკოტიკს სახელად პრახი, რომელიც ადამიანს აძლევს ტელეპათიურ უნარებს.

პერსონაჟები[რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება]

მეორეხარისხოვანი გმირები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.imdb.com/title/tt0105946/awards
  2. http://beyond.babylonfive.ru/VEX/l/babylon5.html
  3. I really don't know how to make.... JMSNews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-06-16.
  4. მაიკლ სტრაჟინსკი (1991-12-31). Since it is now January 1st, time.... GEnie. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 October 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-11-05.
  5. მაიკლ სტრაჟინსკი (08-10-1995). Babylon 5 Universe: The Station. წაკითხვის თარიღი: 2009-07-28.
  6. მაიკლ სტრაჟინსკი (1992-01-03). There are a number of.... GEnie. დაარქივებულია ორიგინალიდან 11 October 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-11-05.
  7. 7.0 7.1 მაიკლ სტრაჟინსკი. JMS Speaks. Lurker's Guide to Babylon 5. დაარქივებულია ორიგინალიდან 13 October 2007-ში. ციტატა: „The notion of the Vorlons and Shadows representing Order and Chaos goes back to the Babylonian creation myths, that the universe was born in the conflict between order and chaos, hence part of the reason I decided to name this show after Babylon. That's called *research*. It informs the show, but it is not the show.“ წაკითხვის თარიღი: 2007-11-07.
  8. მაიკლ სტრაჟინსკი (1996-05-11). ZHD - Thoughts. წაკითხვის თარიღი: 2006-09-02.
  9. 9.0 9.1 9.2 Scott O'Callaghan (2000-10-13). A B5 Milestone Remembered. Space.com. წაკითხვის თარიღი: 2007-11-07.
  10. http://www.jmsnews.com/msg.aspx?id=1-13486&query=philosophy
  11. http://beyond.babylonfive.ru/VEX/s/vorlon.html
  12. url=http://jmsnews.com/msg.aspx?id=1-10597
  13. http://beyond.babylonfive.ru/VEX/s/shadow.html
  14. მაიკლ სტრაჟინსკი (1996-11-23). Questioning.... წაკითხვის თარიღი: 2006-09-02.
  15. მაიკლ სტრაჟინსკი (1996-02-27). Re:nightwatch. AOL. წაკითხვის თარიღი: 2007-11-07.
  16. მაიკლ სტრაჟინსკი (1996-03-07). Point of No Return. Compuserve. წაკითხვის თარიღი: 2007-11-05.
  17. მაიკლ სტრაჟინსკი (1997-02-02). Great Job (as usual). Compuserve. წაკითხვის თარიღი: 2007-11-05.
  18. http://groups.google.com/group/alt.tv.babylon-5/msg/fc782309e6eb9a6f
  19. http://www.jmsnews.com/msg.aspx?id=1-15373
  20. http://www.jmsnews.com/msg.aspx?id=1-13901
  21. http://www.jmsnews.com/msg.aspx?id=1-12286
  22. ჯ.მ. სტრაჟინსკი (11 დეკემბერი 1995). Re:Franklin and Ivanova. AOL. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-26-ში. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2007.
  23. Phillip Kneis (17 აპრილი 1999). Myths and Fiction. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-26-ში. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2007.
  24. William Forwardკინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)