კამიკაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამიკაძე (იაპ. 神風 - სიტყვასიტყვით "ღმერთების ქარი"), სასიკვდილოდ გამიზნული მფრინავი იაპონიის შეიარაღებულ ძალებში მეორე მსოფლიო ომის დროს. კამიკაძე ერთჯერადი მოქმედების თვითმფრინავით ებრძოდა მოწინააღმდეგის ხომალდებს. 1945 წელს იაპონიის შეიარაღებულ ძალებში 5 ათასამდე ერთჯერადი მოქმედების თვითმფრინავი იყო. მას ჰქონდა მცირე რეაქტიული ძრავა და მოქმედების შეზღუდული რადიუსი. თვითმფრინავის თავში მოთავსებული იყო 1 ტონამდე ფეთქებადი ნივთიერება. კამიკაძის მიერ პილოტირებული თვითმფრინავი მიზანში შეჭრისთანავე ფეთქდებოდა. წყნარ ოკეანეში საომარი მოქმედების დროს 1944–1945 წლებში დაიღუპა დაახლოებით 2500–ზე მეტი კამიკაძე.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე