აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
|
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო |
|||||||
|
|||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო 843 წელს (ყვითელად). |
|||||||
| დედაქალაქი | რეგენსბურგი, მაინის ფრანკფურტი | ||||||
| ენა | ლათინური | ||||||
| რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||
| ფულის ერთეული | სოლიდუსი, ტრიენსი, დენარი, ფენინგი | ||||||
| მართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
| მეფე | |||||||
| - 843–876 (პირველი) | ლუდოვიკ II გერმანელი | ||||||
| - 911–918 (ბოლო) | კონრად I გერმანელი | ||||||
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო (ლათ.:Regnum Francorum Orientalium) ასევე აღმოსავლეთ საფრანგეთი ან Francia Orientalis. ლუდოვიკ II გერმანელის სამეფო, რომელიც 843 წელს ვერდენის ხელშეკრულებით გამოეყო ფრანკთა იმპერიას. ის იყო საღვთო რომის იმპერიის წინამორბედი. ლუი I ღვთისმოშიშის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა ვერდენის ხელშეკრულებით ფრანკთა იმპერია დაყვეს აღმოსავლეთ შუა და დასავლეთ ფრანკთა სამეფოებად. სამივე სამეფოს მართავდა კაროლინგების დინასტია. უფროსი შვილი ლოტარ I (795-855) იმპერატორის ტიტულს ატარებდა. ფორმალურად ფრანკთა იმპერია მაინც ერთიანი სამეფო იყო.
[რედაქტირება] დასასრული
კაროლინგების დინასტიის ფრანკული ფრთის ბოლო წარმომადგენლის ლუდოვიკ IV ჩვილის (893-911) გარდაცვალების შემდეგ, 911 წლის 10 ნოემბერს ფორხაიმის ყრილობაზე საქსონიის, შვაბიის და ბავარიის ჰერცოგებმა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფედ აირჩიეს კონრად I (881 — 918) ფრანკონიის ჰერცოგი და გარდაცვლილი მეფის ძმიშვილი. მისი მეფობის დროს შიდა არეულობები კიდევ უფრო გამწვავდა და შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება. კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფედ საქსონიის ჰერცოგი: ჰაინრიხ I ფრინველმჭერი აკურთხეს. რითიც ფაქტიურად დასრულდა აღმოსავლეთ ფრანკული სახელმწიფო და დაიწყო გერმანიის სამეფოს ისტორია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Carlrichard Brühl: Die Geburt zweier Völker. Deutsche und Franzosen (9.–11. Jahrhundert). Böhlau Verlag, Köln u.a. 2001.
- Roman Deutinger: Königsherrschaft im Ostfränkischen Reich. Eine pragmatische Verfassungsgeschichte der späten Karolingerzeit. Ostfildern 2006, ISBN 3-7995-5720-2. (Rezension)
- Ernst Dümmler: Geschichte des Ostfränkischen Reiches. Erster Band. Ludwig der Deutsche bis zum Frieden vom Koblenz 860. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1960 (Nachdruck der 2. Auflage von 1887; alte, aber grundlegende Darstellung).
- Ernst Dümmler: Geschichte des Ostfränkischen Reiches. Zweiter Band. Ludwig der Deutsche vom Koblenzer Frieden bis zu seinem Tode (860–876). Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1960 (Nachdruck der 2. Auflage von 1887; alte, aber grundlegende Darstellung).
- Johannes Fried: Der Weg in die Geschichte. Die Ursprünge Deutschlands bis 1024 (Propyläen Geschichte Deutschlands 1). Berlin 1994, ISBN 3-549-05811-X.