ლუდვიგ II გერმანელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეჭედი ლუდვიგ გერმანელის წარწერითა და გამოსახულებით

ლუდვიგ II გერმანელი ( დ. 806 — გ. 28 აგვისტო 876) — კარლოს დიდის შვილიშვილი და ლუი I ღვთისმოსავის მესამე ვაჟი. მან გარდაცვალებიდან მალევე მიიღო სახელად „გერმანელი“ იმის აღსანიშნავად, რომ მისთვის გადაცემული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობდა სწორედ გერმანულ მიწებზე. ეპითეტი „გერმანელი“ არის ძველი ისტორიული ეროვნული ტერმინის „რეცეფცია“. ეს ტერმინი ხელახლა წამოტივტივდა XVIII საუკუნეში, თუმცა ეს ზედმეტსახელი მხოლოდ ძველი გადმონაშთია.

817 წლიდან ლუდვიგი გახდა ბავარიის მეფე და მიჰყვებოდა თავისი ბაბუის, კარლოს დიდის კურსს: აჯილდოებდა მის ერთგულ და მის სამსახურში მყოფ პირებს და ასევე ერთგულ სამთავროებს. როდესაც მისმა მამამ, ლუი ღვთისმოსავმა დაანაწევრა იმპერია თავისი მმართველობის დასასრულს, 843 წლის ვერდენის ხელშეკრულებით მან მიიღო აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო, დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Jones, G.R.; Carolyn Muessig (2005). "Saints at a glance". University of Leicester. Retrieved 2007-11-16.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]