ლუი I ღვთისმოსავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ლუი I ღვთისმოშიში)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი I 826-წლის გამოსახულება

ლუი I ღვთისმოშიში, ასევე ცნობილი, როგორც სამართლიანი და თავაზიანი (დ. 778 — გ. 20 ივნისი, 840) — აკვიტანიის მმართველი 781 წლიდან. 813 წლიდან იგი აგრეთვე ფრანკთა მეფე და მამამისის, კარლოს დიდის თანა-იმპერატორია ლუი I-ის სახელით. იგი იყო კარლოს დიდისა და მისი ცოლის ჰილდეგარდის ვაჟებიდან ერთადერთი, რომელმაც მიაღწია სრულწლოვნებას. 814 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ლუი გახდა ფრანკთა ერთპიროვნული მმართველი[1] .

აკვიტანიის მმართველობის დროს მას დავალებული ჰქონდა იმპერიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის დაცვა. 801 წელს ლუი I-მა ბარსელონა მუსლიმებისგან გაათავისუფლა. 812 წელს პირენეის მთების გადაღმა განამტკიცა ფრანკთა მმართველობა პამპლონასა და ბასკებზე. იმპერატორობისას მან თავისი შვილები ლოთარი, შარლი და ლუი ჩართო მმართველობით პროცესებში და სურდა შესაბამისად გაეყო სამფლობელო მათ შორის.

ლუი ღვთისმოსავის მმართველობის პირველი ათწლეული გამოირჩეოდა რამდენიმე ტრაგიკული და სამარცხვინო მოვლენით, რომელთა შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია მის მიერ ძმისშვილის ბერნარდ იტალიელის სასტიკი დასჯა, როდესაც იმპერატორმა ამ უკანასკნელის შეთქმულების შესახებ შეიტყო. 830-იან წლებში იმპერია სამოქალაქო ომმა ძლიერ შეასუსტა, რომელიც გამოიწვია ლუი I-ის მცდელობებმა შვილი შარლიც ჩაერთო მემკვიდრეობით გეგმებში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა კარგად დასრულდა და იმპერიაში მეტწილად აღდგენილ იქნა წესრიგი, მას სამწლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Vita Hludovici|Vita Hludovici Imperatoris, the main source for his reign, written c. 840 by an unknown author usually called "the Astronomer"
  • Vita Hludowici Imperatoris by Thegan of Trier on-line Latin text

სქოლიო[რედაქტირება]

  1. აღნიშნული პოზიცია სიკვდილამდე შეინარჩუნა, 833-834 წლების გამოკლებით, რომელ პერიოდშიც იგი ტახტიდან ჩამოაგდეს.