პოდალირიუსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პოდალირიუსი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Iphiclides podalirius | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
პოდალირიუსი, აფროსანა, მერცხალკუდა (Iphiclides podalirius), დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მისი ფრთების შლილი 68-72 მმ აღწევს. საერთო ფონი მკრთალი ყვითელია. წინა ფრთებზე სოლისებრი, დამრეცი შავი ზოლები აქვს, უკანა ფრთებზე — შავი და მუქი მოწითალო-ყავისფერი არშია. გარეთა კუთხე მთავრდება გრძელი „კუდით“ (12-15 მმ), რისთვისაც მას საქართველოში „მერცხალკუდა“ უწოდეს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა ჩრდილოეთ აფრიკაში. აგრეთვე ყირიმსა და კავკასიაში. ტყე-ველის ბინადარია. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროდან 1900-2000 მ-მდე. მატლი აზიანებს ხეხილს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- დიდმანიძე ე., ქსე, ტ. 8, გვ. 117, თბ., 1984
სტატიის