აპოლონი (პეპელა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „აპოლონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აპოლონი (მრავალმნიშვნელოვანი).
აპოლონი
Parnassius apollo en repòs.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ქერცლფრთიანები
ოჯახი: აფროსნისებრნი
სახეობა: აპოლონი
ლათინური სახელი
Parnassius apollo

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


აპოლონი (ლათ. Parnassius apollo) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 9 სმ-მდეა. თეთრი ფრთები შავი და წითელი რგოლებითაა მოხატული. მუხლუხი შავია, გვერდებზე წითლად დაწინწკლული. აპოლონი ბინადრობს კლდისდუმასა და კლდისვაშლაზე. ჭუპრდება მიწაზე, თხელ პარკში. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიასა და სამხრეთ ციმბრიში, როგორც მთიან ადგილებში, ისე ველებზე. საქართველოში გვხვდება კავკასიური აპოლონი (ლათ. Parnassius apollo caucasicus). აპოლონი დაფრინავს ივნისსა და ივლისში.

ლიტერატურა[რედაქტირება]