არჩილ ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ ჯაფარიძე (დ. 18 სექტემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1963-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, სამხრეთ ოსეთის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად. 1975-1985 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „სპეცმშენის“ მმართველი, ამავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ მმართველი, მინისტრის მოადგილე. 1985-1987 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. 1988 წლიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე. მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ ინდოეთსა და ირანში, მეტალურგიული კომბინატის მშენებლობაში ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით. ხელმძღვანელობდა თბილისის N31 საავიაციო ქარხნის N6 კორპუსის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარული ინსტიტუტების, მეტალურგიული კომბინატის აგლომერაციული კომპლექსის (ინდოეთში), აგლომერაციული კომპლექსის (ირანში), რუსთავის ქიმიური ბოჭკოს კომბინატის რიგი ობიექტების, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების საქართველოს მასშტაბით და თბილისი-რუსთავისთვის ერთობლივად, ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის შემდეგ საცხოვრებელი სახლების აღდგენით სამუშაოებს (უკრაინაში, როგორც საქართველოს წარმომადგენელი). აქტიურად იყო ჩართული სასტუმრო „მეტეხის“ მშენებლობაში (თბილისში), კურატორობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას. წლების განმავლობაში იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის („სახმშენის“) საექსპერტო კომისიის წევრი. მივლინებული იყო გერმანიასა და საფრანგეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საქართველოს პატრიარქის ილია II ჯილდო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ლირერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 723-741-742

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]