ექსპერტი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ექსპერტი}} |
ექსპერტი არის პიროვნება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც გარკვეულ სფეროში ცოდნის, ტექნიკისა თუ უნარ-ჩვევის სანდო წყარო, და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში. ექსპერტებს აქვთ ხანგრძლივი და ინტენსიური გამოცდილება მოცემულ სფეროში პრაქტიკისა და/ან შესაბამისი განათლების წყალობით.
სპეციფიურ სფეროებში ექსპერტის მცნება ზედმიწევნით არის განსაზღვრული კონსენსუსით და შესაბამისად, პიროვნების ექპერტად აღიარებისთვის ამ სფეროში პროფესიული ან საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ქონა აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. ამ განსაზღვრებით, მწყემსი, რომელიც ფარას 50 წელი მწყემსავდა საყოველთაოდ ჩაითვლება მეცხვარე მწევრების გაწვრთნისა და ცხვრის მოვლის ექსპერტად.
ტერმინი ხშირად გამოიყენება არაფორმალურ დებატებშიც, სადაც ადამიანებს ექსპერტის ტიტულს ანიჭებენ მათი მოსაზრების მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, მაშინ როცა რაიმე ობიექტური კრიტერიუმი ამ ადამიანთა ექპერტობისა არ განსაზღვრულა. ამგვარად აკადემიური ელიტიზმი წარმოიქმნება, როცა "ექსპერტები" თვითდარწმუნებული ხდებიან იმაში, რომ საკუთარი შესწავლის საგანი მხოლოდ თავად ესმით.