არი ლენოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არი ლენოქსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კორტნი შანედ სოლტერი
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1991 (1991-03-26) (33 წლის)
დაბ. ადგილი ვაშინგტონი
წარმოშობა ვაშინგტონი, ვაშინგტონის შტატი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2012 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი arilennox.com
არი ლენოქსი ვიკისაწყობში

კორტნი შანედ სოლტერი (ინგლ. Courtney Shanade Salter; დ. 26 მარტი, 1991, ვაშინგტონი, ვაშინგტონის შტატი, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი. კარიერის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა J. Cole-ის ხმისჩამწერ ლეიბლთან, Dreamville Records. პოპულარობა მოიპოვა პირველი EP-ის, Pho (2016) გამოსვლის შემდეგ. იმავე წელს J. Cole-თან ერთად გამოუშვა სიმღერა „Change". სადებიუტო სტუდიური ალბომი „Shea Butter Baby“ გამოვიდა 2019 წელს. მუსიკოსმა ითანამშრომლა Dreamville-თან კომპილაციურ ალბომებზე Revenge of the Dreamers II (2015) და Revenge of the Dreamers III (2019). ამ ალბომებმა ლენოქსს გრემის ჯილდოს ნომინაცია მოუტანა საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არი ლენოქსი დაიბადა 1991 წლის 26 მარტს ვაშინგტონში. სწავლობდა უილსონის საშუალო სკოლასა და დიუკ ელინგტონის ხელოვნების სკოლაში.[1][2] მუსიკოსმა თავისი სასცენო სახელი მერი ლენოქსისგან აიღო, რომელიც არის პერსონაჟი ფილმში „The Secret Garden“ (1993).[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკოსმა თავისი ნამუშევრების ატვირთვა ინტერნეტში 2009 წელს დაიწყო. 2013 წელს გამოუშვა სადებიუტო მიქსტეიპი, Five Finger Discount და სადებიუტო EP, Ariography. 2014 წელს გამოუშვა სინგლი „Bound".[4] 2015 წლის 21 ივლისს Omen-თან ერთად იმუშავა ნამუშევარზე „Sweat it Out“. 2015 წლის 8 დეკემბერს კონტრაქტი გააფორმა Dreamville Records-თან. მუსიკოსმა ითანამშრომლა Dreamville-თან კომპილაციურ ალბომებზე Revenge of the Dreamers II (2015) და Revenge of the Dreamers III (2019).[5][6] 2016 წლის 21 ოქტომბერს გამოუშვა სადებიუტო EP სახელწოდებით „Pho“.[7] იმავე წელს J. Cole-თან ერთად გამოუშვა სიმღერა „Change“.[8]

2018 წლის 16 ივლისს გამოუშვა პირველი სინგლი, „Whipped Cream" სადებიუტო ალბომიდან, „Shea Butter Baby“.[9] 9 ნოემბერს გამოუშვა კიდევ ორი სინგლი სახელწოდებით „40 Shades of Choke" და „Grampa". 13 ნოემბერს გამოუშვა კიდევ ორი ახალი სინგლი სახელწოდებით „No One" და „Pedigree". Creed II-ის საუნდტრეკისთვის J. Cole-თან ერთად დაწერა ნამუშევარი სახელწოდებით „Shea Butter Baby" და გამოვიდა 2019 წლის 26 თებერვალს.

2019 წლის 12 მაისს დაიწყო პირველი სოლო ტურნე, რომელიც დასრულდა 14 ივნისს მის მშობლიურ ქალაქ ვაშინგტონში.[10] სადებიუტო ალბომი „Shea Butter Baby“ გამოვიდა 2019 წლის 7 მაისს. მუსიკოსმა ასევე იმღერა ლიზოსთან ერთად „Cuz I Love You Too“-ის ტურნეზე. 2019 წლის დეკემბერში დაიწყო ტურნეს მეორე ნაწილი ევროპაში.[11] 2020 წლის თებერვალში არი ლენოქსი მოხვდა BET-ის „მომავლის 40 შემსრულებლის" სიაში.[12] 2020 წელს გამოუშვა რამდენიმე, მათ შორის „Bussit", „Chocolate Pomegranate" და „If You Want Me to Stay". ასევე გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიციები Kiana Ledé-სთან, Skip Marley-თან, 6lack-სა და Spillage Village-თან ერთად.

2021 წლის 10 სექტემბერს გამოუშვა სინგლი Pressure". სიმღერა გახდა მისი პირველი სოლო სინგლი ბილბორდის ცხელ ასეულში. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა რადიოში, ხოლო R&B/Hip-Hop Airplay-ში მესამე ადგილზე.[13][14] 2022 წლის 31 მარტს Dreamville-ის კომპილაციური ალბომისთვის, „D-Day: A Gangsta Grillz Mixtape“, ჩაწერა სიმღერები „Coming Down" და „Blackberry Sap". 12 აგვისტოს გამოუშვა ახალი მეორე სინგლი „Hoodie" თავისი მეორე სტუდიური ალბომიდან „Age/Sex/Location".[15] 31 აგვისტოს გამოუშვა ახალი EP „Away Message“.

გავლენა და არტისტიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენოქსის თქმით მისი ხმა არის „დაუცველი, მაგრამ სულიერი; არასრულყოფილი, მაგრამ ლამაზი". მუსიკის მოყვარულებმა ლენოქსის ხმა ერიკა ბადუს შეადარეს. მუსიკოსის თქმით მის დისკოგრაფიაზე დიდი გავლენა იქონია სტერეოტიპებმა: „ზოგჯერ ქალებს გვათავსებენ იმ ყუთში, სადაც მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მე მინდა ვიყო უფრო მამაცი და რისკიანი.“[16] არი ლენოქსმა მრავალ ინტერვიუში თქვა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინეს 90-იანი და 2000-იანი წლების რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერლებმა, როგორებიც არიან მერაია კერი, ერიკა ბადუ, დ'ანჯელო, ბილალი, უიტნი ჰიუსტონი, აალია, ლორინ ჰილი, ამერი, კიარა, SWV, მერი ჯეი ბლაიჯი, ტონი ბრექსტონი და მინი რიპერტონი.[17] The Fader-თან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია კანიე უესტით. ჟურნალ Gateway-ის თქმით ლენოქსი ხმა „წარმატებით აერთიანებს კლასიკური Motown-ის, თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის ელემენტებს“.[18]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ari Lennox is R&B's next star. Ask anyone (except her)“. Washington Post. ციტირების თარიღი: February 1, 2022.
  2. Younger, Briana (March 2, 2017). „Transcending the Beltway: How Ari Lennox avoided becoming a 'SoundCloud singer'. Washington Post. ციტირების თარიღი: February 1, 2022.
  3. Shultz, Alex. Ari Lennox Went from Uber Driving to Headlining Her Own Tour (June 17, 2019). ციტირების თარიღი: June 24, 2019
  4. Jeffries, David. Ari Lennox Biography.
  5. Ortiz, Edwin. (December 8, 2016) J. Cole Signs Two New Artists to Dreamville Records.
  6. J. Cole x Dreamville 'Revenge Of The Dreamers II' Cover Art, Tracklist & Album Stream (December 10, 2015). ციტირების თარიღი: January 28, 2016
  7. „Dreamville's Ari Lennox Releasing New EP“. prnewswire.com (პრეს-რელიზი).
  8. „Dreamville's Ari Lennox Releasing New EP“. prnewswire.com (პრეს-რელიზი).
  9. Ari Lennox's 'Whipped Cream' Music Video: Watch (September 5, 2018).
  10. Spencer, Tallie. „Ari Lennox Announces Shea Butter Baby Tour Dates“. Billboard. ციტირების თარიღი: March 30, 2019.
  11. Ari Lennox has been tapped to join Lizzo on U.S. tour. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 17, 2019. ციტირების თარიღი: August 6, 2019
  12. BET DIGITAL CELEBRATES BLACK EXCELLENCE WITH NEW ORIGINAL EDITORIAL SERIES en-US (February 7, 2020). ციტირების თარიღი: February 15, 2020
  13. Ari Lennox 'Pressure' Becomes Her First Billboard Top 10 Single (October 25, 2021).
  14. „Ari Lennox 'Beyond Grateful' for First Radio No. 1 With 'Pressure'. Billboard.
  15. Ari Lennox Announces New Album, Shares Video for New Song "Hoodie": Watch (August 12, 2022).
  16. Ari en-US. ციტირების თარიღი: March 11, 2019
  17. „Ari Lennox's Rejection-Paved Road to 'Shea Butter Baby'. Rolling Stone. 2019-10-01. ციტირების თარიღი: 2023-08-27.
  18. Album Review: Pho – The Gateway (November 14, 2016).