კანიე უესტი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კანიე უესტი}} |
| ქენი უესტი | ||
|---|---|---|
კანი 2011 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ქენი ომარი უესტი | |
| დაიბადა | 1977 ივნისი, 8 | |
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრ(ებ)ი | ჰიპ ჰოპი, პოპ რეპი, ალტერნატიული ჰიპ ჰოპი | |
| საქმიანობა | პროდიუსერი, რეპერი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, პერკუსია, პიანინო | |
| აქტიური | 2000-დან დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Columbia Records/GOOD Music/Roc-A-Fella/Def Jam | |
| ასოციაციები | ჯეი ზი, Common, ჯონ ლეჯენდი, Consequence, ფარელი, ლუპე ფიასკო, Child Rebel Soldier | |
| საიტი | www.kanyewest.com | |
კანიე ომარი უესტი (ინგლ. Kanye Omari West) (დ. 8 ივნისი, 1977) — ამერიკელი რეკორდ პროდიუსერი და რეპერი, რომელმაც პოპულარობა შუა 2000-იანებში მოიპოვა. მან პირველი, სადებიუტო ალბომი, 'The College Dropout, 2004-ში, მეორე ალბომი, Late Registration, 2005-ში, მესამე ალბომი, Graduation, 2007-ში გამოუშვა. მეოთხე ალბომი, 808s & Heartbreak 2008-ში გამოუშვა. მისმა პირველმა ორმა ალბომაა მრავალი ჯილდო (მათ შორის ექვსი გრემი), კრიტიკოსების ქება, და კომერციული წარმატება მოიპოვა. ვესტი ასევე ფლობს საკუთარ რეკორდ ლეიბლს GOOD Music. უესტის თილისმა და სავაჭრო ნიშანი სათამაშო დათვის ბელია, რომელიც სამივე ალბომის და სიმღერა "Stronger"-ის გარეკანზე გვხვდება. მისი ალბომის სახელები გარკვეულწილად მის განათლებასთანაა დაკავშირებული.
სექციების სია |
ცხოვრება და კარიერა [რედაქტირება]
უესტი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯია, სადაც ის ორივე მშობელთან ერთად ცხოვრობდა. "Kanye" სვაჰილზე "ერთადერთს" ნიშნავს. როდესაც ის სამი წლის იყო (როგორც თვითონ ამბობს სიმღერაში "Hey Mama") მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, და ის დედასთან ერთად ჩიკაგოში, ილინოისი გადავიდა. მამამისი რეი უესტი, შავი პანტერის დამაარსებელი და ერთ-ერთი პირვეი შავკანიანი ფოტოჟურნალისტი იყო Atlanta Journal-Constitution-ში, ის ამჟამად კონსულტანტია ქრისტიანობის საკითხებში. კანიეს დედა, დრ. დონდა ვესტი, ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტიეტის ინგლისური დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა, სამსახურიდან წამოსვლის და კანიეს მენეჯერად გახდომამდე. ის საშუალო ფენის მაღალ კლასურ ფონზე იზრდებოდა, სწავლობდა პოლარისის უმაღლეს სკოლას, გარეუბნულ ოუკ ლაუნში, ილინოისი.
ხელოვნების ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩიკაგოს ხელოვნების სკოლაში, უესტი ჩიკაგოს სახელწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ საბოლოოდ თავი დაანება სწავლას, რათა თავის მუსიკალურ კარიერაზე მუშაობა გაეგრძელებინა. სკოლაში სწავლის დროს, უესტი ადგილობრივი მომღერლების პროდიუსირებით იყო დაკავებული. მან მოგვინებით სახელი გაითქვა ძირითადი ჰიპ ჰოპ/არ ენ ბი არტისტების ჰიტ-სინგლების დაპროდიუსირებით, მათ შორისაა ჯეი ზი, The Game, ალიშა კისი, ჯანეტ ჯეკსონი, ჯონ ლეჯენდი, პოლ უოლი, ჯერმაინ დუპრი, მობ დიპი, Common, Cam'ron.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- The College Dropout (2004)
- Late Registration (2005)
- Graduation (2007)
- 808s & Heartbreak (2008)
- My Beautiful Dark Twisted Fantasy (2010)
- ცოცხალი ალბომები
- Late Orchestration (2006)
- VH1 Storytellers: Kanye West (2010)
- ერთობლივი ალბომები
- Watch the Throne (2011) – ჯეი-ზისთან ერთად[1]
სქოლიო [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Kanye West საიტზე Allmusic
- კანიე უესტი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)