არიელი (ქალაქი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
არიელი
אֲרִיאֵל‎
არიელის ერთერთი უბანი
არიელის ერთერთი უბანი
ქვეყანა ისრაელი
რაიონი იუდეა და სამარია
კოორდ. 32°06′22″ ჩ. გ. 35°11′16″ ა. გ. / 
ქალაქის მერი რონ ნახმანი
დაარსდა 1978
ქალაქი 1998  წლიდან
ფართობი 14.677 კმ²
მოსახლეობა 16,600 კაცი (2007)
დროის სარტყელი UTC+2,ზაფხულშიUTC+3
ოფიციალური საიტი http://www.ariel.muni.il/

არიელი (ქალაქი) მდებარეობა ისრაელი

Red pog.svg

არიელი (ივრ. אֲרִיאֵל‎ არაბ. اريئيل‎) — ებრაული დასახლება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისტორიულ სამარიაში. არიელი დაარსდა 1978 წელს. მისი მოსახლეობა 2007 წლისთვის იყო 16 600, აქედან 7 000 შეადგენენ 1990 წლის შემდეგ რეპატრირებული ებრაელები. არიელი ექვსდღიანი ომის შედეგად იორდანიისთვის წართმეულ მიწებზე სიდიდით მეხუთე ქალაქია. 1998 წელს არიელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

სექციების სია

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

ივრითზე არიელი ნიშნავს ღვთის ლომს, რაც ებრაელებისთვის სიმამაცისა და, ასევე, ბიბლიური იუდას (პატრიარქ იაკობის მეოთხე ვაჟი) ჩამომავალთა სიმბოლოა. ბიბლიის თანახმად, არიელი იერუსალიმის და იერუსალიმის ტაძრის ერთერთი ეპითეტიცაა.

[რედაქტირება] ისტორია

1978 წელს ებრაელთა ჯგუფს უნდა ეპოვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი სამარიის მთიანეთში, რომელიც თელ-ავივისკენ მიმვალ გზას აკონტროლებს და დაეცვათ იგი იორდანიის შესაძლო თავდასხმისგან. 1978 წლის გაზაფხულზე რამდენიმე კაცი დაბანაკდა ამ ადგილას, ხოლო იმავე წლის აგვისტოს აქ საცხოვრებლად უკვე 40 ოჯახი გადმოვიდა.

თავდაპირველად, პირველმოსახლეებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდათ, დასახლების დაარსებისთვის მათ მძიმე გამოცდის გავლა მოუწიათ. წყალი მხოლოდ დროდადრო მიეწოდებოდათ ცისტერნებით, ელექტროენერგიას კი გენერატორებით გამოიმუშავებდნენ. კარვების ნაცვლად აშენდა დროებითი საცხოვრებლები და სკოლა. პირველი სასწავლო წელი 1978 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.

თანდათან მოსახლეობამ იმატა. დასახლებაში ორთოდოქსი ებრაელებიც გადმოსახლდნენ და აშენდა 14 სინაგოგა.

დღესდღეისობით, ქალაქში უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, ორი ინდუსტრიული ზონა, ბიბლიოთეკა და სპორტკლუბი.

[რედაქტირება] გეოგრაფია

არიელი თელ-ავივიდან დაახლოებით 40 კმ აღმოსავლეთით, მდინარე იორდანედან 40 კმ დასავლეთით და იერუსალიმიდან 60 კმ ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. თელ-ავივთან დაკავშირებულია ტრანს-სამარიული გზატკეცილით.

[რედაქტირება] განათლება

არიელში არის არიელის სამარიის ცენტრალური უნივერსიტეტი, რომელიც 1982 წელს დაარდა, როგორც კოლეჯი. დღესდღეისობით აქ 9 500 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის როგორც ებრაელები, ასევე - არაბებიც . 2005 წელს კოლეჯი უნივერსიტეტად გადაკეთდა.

[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე