არა აივაზიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არა აივაზიანი
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1969(1969-03-30) (55 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Haigazian University
ჯილდოები Mkhitar Gosh Medal

არა აივაზიანი (სომხ. Արա Հենրիի Այվազյան, დ. 30 მარტი, 1969) — სომეხი დიპლომატი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისამდე.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აივაზიანი დაიბადა 1969 წლის 30 მარტს ერევანში. 1986 წლიდან 1993 წლამდე სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბოლოგიის კათედრის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.[1] 1994 წელს დაამთავრა ლიბანის ჰაიგაზიანის უნივერსიტეტი..[1][2] 90-იანი წლების შუა პერიოდში იგი მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციებზე ლათინურ ამერიკაში.[1] 1998 წელს იგი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი.[1] 1999-2006 წლებში სომხეთის ელჩი არგენტინაში, ჩილესა და ურუგვაიში (მუშაობდა ბუენოს-აირესში).[1] 2006 წლიდან 2011 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის აპარატის მრჩეველი.[1] 2006-2012 წლებში სომხეთის დესპანი სკანდინავიელ ერებში. 2011 წლიდან 2016 წლამდე გაგზავნილი იყო ვილნიუსში სომხეთის წარმოსადგენად ბალტიის სამ სახელმწიფოში.[1][3]

2016 წელს იგი გახდა ელჩი მექსიკაში, შემდეგ ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ოთხ ქვეყანაში, ხოლო 2018 წელს - პანამაში.[1] მთიანი-ყარაბაღის ომის დაწყებისთანავე დაინიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე.[1] 2020 წლის 18 ნოემბერს პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც მოხდა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის დროს.[4][5][6][7] 2021 წლის 7 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაგმო აივაზიანის ბოლოდროინდელი ვიზიტი არცხახში და მას „პროვოკაციული ნაბიჯი“ უწოდა. აგრეთვე დასძინა, რომ გაგრძელების შემთხვევაში „სომხეთი კიდევ უფრო ინანებს“.[8]

2021 წლის 27 მაისს პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, აივაზიანმა დატოვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან.[9][10]

პირადი ცხოვრება და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აივაზიანი საუბრობს სომხურ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებზე. [1] აივაზიანს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.[1] 2016 წელს მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა მისი საჯარო სამსახურისთვის მიანიჭა მხითარ გოშის მედალი. [1] 2005 წელს არგენტინის მთავრობის მიერ იქნა დაჯილდოებული იქნა დიდი ჯვრის ღირსების ორდენით. 2014 წელს სომხეთის ეროვნული კრების მიერ დაჯილდოებული იქნა ოქროს მედლით.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Minister Ara Ayvazyan hy. ციტირების თარიღი: 22 November 2020
  2. Биография Ара Айвазяна ru (18 November 2020). ციტირების თარიღი: 22 November 2020
  3. Назначен новый посол Армении в Литве ru (20 October 2011). ციტირების თარიღი: 22 November 2020
  4. Armenian president appoints Ara Ayvazyan as foreign minister. ციტირების თარიღი: 22 November 2020
  5. Ara Ayvazyan is Armenia's new Foreign Minister en. ციტირების თარიღი: 22 November 2020
  6. Ara Ayvazyan appointed Minister of Foreign Affairs en-US. ციტირების თარიღი: 22 November 2020
  7. Armenian PM introduces new foreign minister to staff en. ციტირების თარიღი: 22 November 2020
  8. Aliyev, Jeyhun. (7 January 2021) Azerbaijani leader warns Armenia over visit to Karabakh en. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 11 January 2021
  9. https://asbarez.com/202803/foreign-minister-aivazyan-resigns-as-pashinyan-calls-for-international-monitors-at-border/
  10. Armenian top diplomats resign | Eurasianet en. ციტირების თარიღი: 2021-06-04