ანტონი პატეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონი ნორბერტ პატეკი
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1812
პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1877 (64 წლის)
ჟენევა, შვეიცარია
ეროვნება პოლონელი
საქმიანობა საათების მწარმოებელი
აქტიური 1839–1877

ანტონი ნორბერტ პატეკი (ფრანგ. Antoine Norbert de Patek; დ. 14 ივნისი, 1812, პიასკი შლაჩეკი, პოლონეთი1 მარტი, 1877, ჟენევა, შვეიცარია) — პოლონელი საათების მწარმოებელი და შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანიის Patek Philippe & Co.-ის დამფუძნებელი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონი ნორბერტ პატეკ დე პრავძიჩი დაიბადა 1812 წელს პიასკი შლაჩეკიში, ვარშავის საჰერცოგოში, ლუბლინის მახლობლად, ანა პიასეცკასა და იოაჰიმ პატეკის ოჯახში.[1]

10 წლის ასაკში პატეკი მშობლებთან ერთად გადავიდა ვარშავაში, სადაც პატეკის მამა გარდაიცვალა 1828 წლის 7 აპრილს. 1828 წლის 1 მარტს 16 წლის პატეკი ჩაეწერა პოლონეთის პირველ პოლკს. ის იბრძოდა ნოემბრის აჯანყებაში, რომლის დროსაც ორჯერ დაიჭრა. 1831 წლის 27 თებერვალს პატეკი გახდა „პირველი აგვისტოს" ბრიგადის მეორე ლეიტენანტი და იმავე წლის 3 ოქტომბერს დააჯილდოვეს ვირტუტი მილიტარის ოქროს ჯვრით. აჯანყების ჩავარდნის შემდეგ - ისევე როგორც პოლონეთის არმიის ბევრი სხვა ოფიცერი და ჯარისკაცი - მას მოუწია ემიგრაციაში წასვლა.

1832 წელს პატეკი დააკავეს. ბრალის მოხდის შემდეგ პატეკი დასახლდა საფრანგეთში. ორი წლის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის მიერ რუსეთის საელჩოს ზეწოლის შედეგად გამოქვეყნებულმა არახელსაყრელმა ბრძანებულებამ აიძულა მრავალი ყოფილი მეამბოხე შვეიცარიაში გადასახლებულიყო.

პატეკმა სცადა თავისი ძალები სხვადასხვა საქმეში, მათ შორის ლიქიორებითა და ღვინოებით ვაჭრობა ჟენევასთან ახლოს ვერსოში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატეკი დადიოდა ფერწერის კურსებზე, რომელსაც ატარებდა ცნობილი შვეიცარიელი მხატვარი ალექსანდრე კალამე. სწავლის პერიოდში პატეკი ასევე გაემგზავრა პარიზში, სადაც რამდენიმე თვე დარჩა. ამ დროს ის დაუახლოვდა ვერსოის მოროს ოჯახი, რომელთ სახლშიც შეხვდებოდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი უშუალო დახმარებით პატეკმა დაიწყო ძვირადღირებული ჯიბის საათებით ვაჭრობა. თავიდანვე პატეკი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ნამუშევრის ხარისხს და მხატვრულ ღირებულებას და საკმაოდ სწრაფად მოახერხა ისეთი ბაზრის მოძებნა, სადაც ხარისხს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.[2]

1839 წლის 20 ივლისს ვერსოში, პატეკი დაქორწინდა მარი ადელაიდ ელიზაბეტ თომასინ დენიზარტზე. ანტონისა და მარი დე პატეკს სამი შვილი შეეძინათ. პირველი, ბოლესლას ჯოზეფ ალექსანდრე თომასი (ბოლესლავ იოზეფ ალექსანდრე ტომასი), დაიბადა 1841 წლის 16 ივნისს და გარდაიცვალა იმავე წლის 18 სექტემბერს. დანარჩენი ორი ბავშვი შეეძინათ გაცილებით გვიან: ვაჟი, ლეონ მესილას ვინსენტი (ლეონ მიჩისლავ ვინსენტი), 1857 წლის 19 ივლისს დაიბადა, ხოლო გოგონა, მარი ედვიჯი (მარია იადვიგა), 1859 წლის 23 ოქტომბერს.

Patek, Czapek & Co. (1839–1845)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1839 წლის 1 მაისს, ჟენევაში, ანტონი პატეკმა სხვა პოლონელ ემიგრანტთან, ფრანსისეკ ჩაპეკთან ერთად დააარსა საათების მწარმოებელი კომპანია. თავდაპირველად ჯიბის საათები მზადდებოდა ინდივიდუალური შეკვეთით. უპირველეს ყოვლისა, პროდუქცია ასახავდა პოლონეთის ისტორიისა და კულტურის თემებს, როგორიცაა რევოლუციური გმირების პორტრეტები, მე-10 და მე-12 საუკუნეების ლეგენდები და პოლონელი შავი მადონას ჩესტოხოვას კულტი.[3][4]

მცირე კომპანია Patek, Czapek & Co, სადაც დასაქმებული იყო ათეული მუშაკი, აწარმოებდა დაახლოებით ორასი სახის საათს წელიწადში.

Patek & Co. (1845–1851)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უთანხმოების გამო ფრანსისეკ ჩაპეკმა დატოვა კომპანია. 1851 წელს ჩაპეკმა დააარსა Czapek & Co, სადაც საათებს აწარმოებდა 1869 წლამდე. 1845 წლის 15 მაისს ჩაპეკის მიერ გათავისუფლებული ადგილი დაიკავა 30 წლის ფრანგმა საათების მწარმოებელმა ადრიენ ფილიპმა, რომელმაც 1842 წელს გამოიგონა ახალი საათის მექანიზმი.[5]

Patek Philippe & Co.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1851 წლის 1 იანვარს Patek & Co გადაკეთდა Patek Philippe & Co.-დ და კომპანიამ დაიწყო ჯიბის საათების მასიური წარმოება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marcin Pietrzak. "HISTORIA ZEGARMISTRZOSTWA - OSOBY POLSKIEGO ZEGARMISTRZOSTWA - Klub Miłośników Zegarów i Zegarków". Zegarkiclub.pl. Retrieved 2013-06-17.
  2. "Swiss Watch Authority". დაარქივებული 2008-10-12 საიტზე Wayback Machine. WorldTempus. Retrieved 2013-06-17.
  3. "Theme" Patekmuseum.com. Archived from the original on 2012- 07-21. Retrieved 2013-06-17.
  4. "Swiss Watch Authority". WorldTempus. Archived from the original on 2008-10-12. Retrieved 2013-06-17.
  5. "Archived copy". Archived from the original on 2005-09-28. Retrieved 2005-12-09.