ანტონიო ადანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონიო ადანი
პირადი მონაცემები
სრული სახელი ანტონიო ადან გარიდო
დაბადების
თარიღი
13 მაისი, 1987
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 1.90 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მადრიდის რეალი
ახალგაზრდული კარიერა
1997-2004 მადრიდის რეალი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2006 რეალ მადრიდ ც 51 (0)
2006-2010 რეალ მადრიდ კასტილია 84 (0)
2010- მადრიდის რეალი 7 (0)
2013-2014 კალიარი 2 (0)
2014- ბეტისი 17 (0)
ეროვნული ნაკრები
2002 ესპანეთი 16 5 (0)
2002-2005 ესპანეთი 17 19 (0)
2006 ესპანეთი 19 8 (0)
2007 ესპანეთი 20 6 (0)
2007 ესპანეთი 21 2 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ანტონიო ადან გარიდო (ესპ.Antonio Adán Garrido; 13 მაისი 1987, მადრიდი) — ესპანელი ფეხბურთელი, „მადრიდის რეალის“ მეკარე.

საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება]

მადრიდის რეალი[რედაქტირება]

ადანი „რეალის“ აღზრდილია. მას 2004 წლიდან „სამეფო კლუბის“ 3 გუნდში აქვს ნათამაშები. 2006 წელს, მთავარ გუნდს გაყვა აშშ-ს ტურნეში.

2009 წელს „რეალიდან“ „ხეტაფეში“ წავიდა ხორდი კოდინა და მისი ადგილი ძირითად გუნდში ახალგაზრდა ადანმა დაიკავა.

„რეალის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ადანმა 2010 წლის 8 დეკემბერს ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „ოსერის“ წინააღმდეგ, მან ტრავმირებული იერჟი დუდეკი შეცვალა. ესსპანეთის ჩემპიონატში ანტონიომ პირველად 2011 წლის 13 თებერვალს ითამაშა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა წითელი ბარათი მიიღო და ადანი მოედანზე გავიდა. სასტარტო შემადგენლობაში პირველად თამაში მას მომდევნო ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მოუწია, მან ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

2012 წლის 5 მაისს ესპანელი კიპერი კვლავ მოხდა ძირითად შემადგენლობაში, 37-ტე ტურში მან „გრანადას“ წინააღმდეგ ითამაშა, ამ მატჩში მან 1 გოლი გაუშვა. „რეალი“ 0:1-ს აგებდა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ამ თამაშის შემოტრიალება შეზლო და საბოლოოდ 2:1 იმარჯვა. 2012 წელს მან კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და 2013 წელს ის კლუბის დატოვებას აპირებს.

კალიარი[რედაქტირება]

2013 წლის ზაფხულში ადანი „რეალიდან“ გადავიდა იტალიურ „კალიარში“, სადაც ითამაშა მხოლოდ 2 ოფიციალური შეხვედრა. 2014 წლის ზამთარში კი ორმხრივი გადაწყვეტილებით ადანმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა[1].

რეალ ბეტისი[რედაქტირება]

2014 წლის 27 იანვარს ანტონიო ადანი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბეტისის“ რიგებში ჩაირიცხა[2].


პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ანტონიო ადანის კუმირი არის პაკო ბუიო. ის მოედანზე ყოველთვის მარცხენა ფეხით შედის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]