ალკათოოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკათოოსი (ბერძნ. Ἀλκάθοος) — ბერძნულ მითოლოგიაში ექვსი პერსონაჟის სახელია, რომლებიდანაც ყველაზე აღსანიშნავია პელოპის ვაჟი.

ალკათოოსი პელოპის ძე[რედაქტირება]

1. მეგარელი გმირი, პელოპისა და ჰიპოდამიას ვაჟი. როდესაც მეგარის მეფისწული ლომმა დაგლიჯა, მამამ გამოაცხადა: ქალიშვილს ცოლად მისცემდა მას, ვინც მისი ვაჟის დამგლეჯ ლომს მოკლავდა. ალკათოოსმა მოკლა ლომი და ევეხმე ცოლად შეირთო. სიმამრის სიკვდილის შემდეგ მეფობა მან განაგრძო. აპოლონის დახმარებით ალკათოოსმა აღადგინა ადრე კრეტელებისგან დანგრეული ქალაქის კედლები. მოგვინაებით მეგარაში ააგეს ალკათოოსის საკურთხეველი და მის პატივსაცემად თამაშობებსაც მართავდნენ.