ალეხანდრო კასონა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ალეხანდრო კასონა (ალეხანდრო როდრიგეს ალვარესი; ესპ. Alejandro Rodriguez Alvarez; დ. 23 მარტი, 1903, ბესულიე, ასტურია - გ. 24 სექტემბერი, 1965, მადრიდი) - ესპანელი დრამატურგი. 1931 წელს მადრიდში ჩამოაყალიბა სახალხო თეატრი. სტუდენტებისაგან შემდგარი დასით მოიარა ესპანეთის მრავალი სოფელი. 1939-1963 წწ. ემიგრაციაში იყო არგენტინაში. ალეხანდრო კასონა ძირითადად ცნობილია ლირიკული დრამებითა და კომედიებით, რომელთაგან აღსანიშნავია:
- „კვლავ ეშმაკი“ (1935 წ.)
- „გაზაფხულზე აკრძალულია თავის მოკვლა“ (1937 წ.)
- „შვიდი კივილი ოკეანეში“ (1952 წ.)
- „მესამე სიტყვა“ (1954 წ.)
- „ოქროს დეზების კავალერი“ (1965 წ.)
კასონას პიესა „ხეები ზეზეულად კვდებიან“ (1949 წ.) იდგმებოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში (1957 წ.).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 425, თბ., 1980 წელი.